x
image
ციცი
Mediator image
ირინა სარიშვილი რჩეულიშვილების დაკავებას ეხმიანება: "მაგარი ლენჩები ხართ ქოცებო!"

image

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის, გუკა რჩეულიშვილის, ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელს, ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ბრალი წაუყენა. სასამართლო ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება, საქმე ათეულობით მილიონ ლარს ეხება. დღეს გუკა რჩეულიშვილიც დააპატიმრეს. ამჟამად ოთხივე ბრალდებული დაკავებულია. ამ თემასთან დაკავშირებით ირინა სარიშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი:

"რჩეულიშვილების ოჯახის მიმართ მე ობიექტური ვერ ვიქნები. ჩვენ – მე და გიას ბევრი წლის მეგობრობა გვაკავშირებს ამ ოჯახთან. ობიექტური ვერ ვიქნები-თქო იმიტომ ვამბობ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მე როგორც მათი მეგობარი, მათ გვერდით ვარ!
მაგრამ.... ჩემი სუბიექტურობის მიუხედავად ობიექტურად მიჩნდება კითხვები:
1. რჩეულიშვილები არასოდეს დამალულან ვინმესგან და ყოველთვის, როცა მათ მიმართ ბრალდებები იყო, მაიაც, ვახოც, გუკაც, რუსუდან კერვალიშვილიც არასოდეს გაურბოდნენ პასუხისმგებლობას და თავის მხრივ ითხოვდნენ ხელისუფლებებისგან ყველაფერში გარკვევას. უფრო მეტიც: თუ საჭიროება მოითხოვდა, არც დაკავებას შეუშინებია რომელიმე მათგანი.
მაშინ რატომ ამ ფორმით, ამდენი ტყუილით და მაინცდამაინც ეხლა ასეთი ქმედებები. ხელისუფალნო???
2. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც გუშინდელი დღიდან ხარობენ ამ დაპატიმრებებით, არსებობენ ადამიანები და მათი რაოდენობა ძალიან დიდია, ვისაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შემდეგ "ცენტრპოინტი" ზარალს უნაზღაურებდა და შესაბამის პირობებს უქმნიდა.
ამ დაპატიმრებების შემდეგ რა მოუვა ამ ხალხს?
3. ისინი, ვინც მიესალმებიან ამ დაპატიმრებებს, რისი იმედი აქვთ? მარტო ის უხარიათ რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სამი მცირეწლოვანი შვილის დედა სალომე ჩარკვიანი, რომლის განთავისუფლებასაც თვითონ რჩეულიშვილებიც ითხოვენ, რადგან სალომეს არანაირი კავშირი იმ გადაწყვეტილებებთან, რაც ბრალდების საფუძველი გახდა, კავშირი არა აქვს, აი ეს ადამიანები ციხეში იქნებიან? ანუ რა უხარიათ ამ დაზარალებულებს: ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაუმისამართებელი ბრალდებებით ხალხი ციხეში იყოს თუ მათი ზარალი დაიფაროს? ან ამ ზარალის დაფარვაზე ვის მოთხოვენ პასუხს თუ "ცენტრპოინტის" ხელმძღვანელობა ციხეშია?
4. ეს ბრალდებები არაახალია, ძველია! მაშინ რატომ მაინცდამაინც ახლა, ამ არჩევნების წინ, ასეთი გადაწყვეტილება "ქოცებო"?
იმას მაინც ვერ ხვდებით, რომ ამ ადამიანთა დაპატიმრებით გახარებული ხალხის რისხვა ხვალ თქვენსკენ მოიმართება, როცა მათ ზარალს ვერ აუნაზღაურებთ? ზუსტად ისე, როგორც უფასო ფულის დაპირებით გაბრიყვებული მასის!!!
5. და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად არაპოლიტიკური ბრალდებებისა, არის თუ არა ამ ადამიანების დაკავების მოტივი პოლიტიკური???
რა თქმა უნდა არის!!!
სტატუსი: მაგარი ლენჩები ხართ ქოცებო!"
image

1
1165
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1165
  
2016, 14 ივლისი, 23:31
ამ ყვავმა რომ არ დაიჩხავლოს, ხომ გაუსკდება კიდეც ის ჩაყვავებული გული!
სისულელეებს მაინც ნუ როშავ ქალის მსგავსო!
შენი იღლიბარცო აზრებით უნდა შერჩეთ ამდენი ადამიანის გამწარება? თუ სინდისი შეაწუხებთ,ხალხისგან წაგლეჯილი ფულებით ნაყიდ ბრილიანტებს და სხვა ქონებას გაყიდიან და ხალხს უკან დაუბრუნებენ წანართმევს? ობიექტური შენ რომ ვერ და არა ხარ,ეგ ყველამ ვიცით,მაგრამ თლათ დაბდურათ მაინც რატომ გამოგყავს ეგ მახინჯი თავი?
0 1 1