საქართველო გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ოფიციალურად იქორწინეს 2014, 11 სექტემბერი, 12:10 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და მსახიობ მაკა ჩიჩუას ურთიერთობა უკვე წლებს ითვლის და დიდი ხანია რაც ერთად ცხოვრობენ. თუმცა აქამდე ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია მაკა ჩიჩუა ორსულადაა და მათ მალე საერთო შვილიც ეყოლებათ. საზოგადოებისთვის ისიც კარგადაა ცნობილი, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ყავთ შვილები, ანა და მაშო, რომელთა წყალობითაც გაიცნეს მარგველაშვილმა და ჩაჩუამ ერთმანეთი. ისინი ყველა ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ... წყვილმა ხელი მოაწერა დუშეთში, საკუთარ სახლში. ახლა საქართველოს უკვე ოფიციალური პირველი ლედი ჰყავს. მათი ოფიციალური ქორწინების შესახებ ინფორმაცია თვით მაკა ჩიჩუამაც დაადასტურა. სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მაკა ჩიჩუას უამრავი ადამიანი ულოცავს: "მალე სადედოფლო კაბაში მენახეთ, ქალბატონო მაკა!" "დაოჯახებას გილოცავთ!!! ბედნიერებას გისურვებთ!!! დარწმუნებული ვარ, უამრავ კეთილ საქმეს გააკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!!! უფალმა დაგლოცოთ!!!" "მიხარია რომ გვყავს ღირსეული, ჭკვიანი, ინტელიგენტი და ლამაზი პირველი ლედი!" "წყალობა უფლის ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური!" ჩვენც ვუერთდებით მილოცვას და ბედნიერებას ვუსურვებთ საქართველოს პრეზიდენტს და მის მეუღლეს! 139 1-ს მოსწონს
|