x
image
ციცი
Mediator image
ლუკაშენკო მზად არის, დაუჩოქოს საქართველოს ხელისუფლებას დსთ-ში დასაბრუნებლად

image

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდეს და ამისთვის მზად არის დაიჩოქოს საქართველოს ხელმძღვანელობის წინაშე.



"-პირველი იანვრიდან, ჩვენ ვუხელმძღვანელებთ დსთ-ს, ჩვენ თქვენ(საქართველოს) გელოდებით. მე ჩამოვალ თქვენთან და დავიჩოქებ თქვენს წინაშე მუხლებზე, მაგრამ არა სახალხოდ. თუ გსურთ სახალხოდაც დაგიჩოქებთ და გთხოვთ, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯი დსთ-ში დასაბრუნებლად"-ასე განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში, სამშაბათს დსთ-ს, ბალტიისპირეთისა და საქართველოს მთავარ რედაქტორთა კლუბის წევრებთან შეხვედრიასას, ევროპული და აზიური მედიის ფორუმის ფარგლებში, რომელიც იყო ორგანიზებული "რია ნოვოსტის" მიერ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს დაბრუნებას თანამეგობრობაში. "უნდა დაბრუნდეთ და იქ ჩვენ შევძლებთ ყველა პრობლემის მოგვარებას, რათქმაუნდა თუ ქართველ პოლიტიკოსებს ამის სურვილი ექნებათ"-აღნიშნა მან.


დსთ-დან საქართველოს გამოსვლა, როგორც იცით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის აგვისტოში. პრეზიდენტის ამ ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტმა. 18 აგვისტოს კი საქართველომ დსთ-ს ამცნო ოფიციალურად თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ. გამოსვლის ოფიციალური პროცედურა დასრულდა 12 თვის შემდეგ.




"რია ნოვოსტი"

3
50
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
50
  
2012, 13 დეკემბერი, 11:13
არ გვინდა კაცო ეს დსთ , ძალააა?
2012, 12 დეკემბერი, 19:53
ამის დაჩოქება არ გვინდა. ბელორუსიელმა ქალებმა დაიჩოქონ და ჯოჯოხეთშიც შევალთ :D
2012, 12 დეკემბერი, 19:25
დაბრუნდეს არ ვარ წინააღმდეგი
0 1 3