საქართველო ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობის მთლიანად შეცვლას აპირებს 2012, 3 ოქტომბერი, 13:42 გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში არ იქნება არც ერთი წევრი ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტიდან. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ძველი მთავრობიდან ვერავინ მოხვდება ახალ მთავრობაში და რომ ახალი მთავრობა მისი კოალიციის წევრებით დაკომპლექტდება. "არც პრემიერ მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არ იქნება იქნება ჩვენს ხელისუფლებაში " - განაცხადა მან. აქცენტი ვანო მერაბიშვილზე იმიტომ გააკეთა, რომ მედია და პოლიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ივანიშვილი სტაბილურად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა მერაბიშვილთან. ივანიშვილი მხოლოდ მას თვლიდა სააკაშვილის გუნდიდან გაწონასწორებულ, სტაბილურ და შრომის უნარიან წევრად. ამის გამო, ფიქრობდნენ, რომ ბიძინა მერაბიშვილს მთავრობაში დატოვებდა, მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის კოალიციაში ბევრად უფრო მცოდნე და გამოცდილი კადრებიც არიან ვიდრე მერაბიშვილი. როგორც ივანიშვილის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ, განაცხადა დღეს დაიწყება კონსულტაციები კოალიციის წარმომადგენლებთან, ახალი მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ეს კონსულტაციები რამოდენიმე დღე გაგრძელდება და ახალი პარლამენტის პირველი სხდომა სავარაუდოდ 20 ოქტომბერს გაიმართება. 214 4-ს მოსწონს
|