x
image
ციცი
Mediator image
"მეორე ტურის გარეშეც "ოცნებას" და "პატრიოტთა ალიანსს" უკვე ქონდათ და აქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა"

image
პოლიტიკოსი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს ავრცელებს სოციალური ქსელით:


"დასრულდა მეორე ტური.
დასრულდა ისე როგორც მოსალოდნელი იყო.
ჩვენ, ვინც არ ვიყავით მეორე ტურში მონაწილეობის მიღების და ამით ამ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების "გაპრავების" მომხრე, დავდუმდით რაკი აზრი გაიყო და ერთიანობის შენარჩუნების მიზნით არა მხოლოდ დავდუმდით, არამედ პირიქით, ყველას მოვუწოდებდით მეორე ტურშიც მისულიყო და მიეცა ხმა მისთვის, ვისაც 8 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.
არც იმაზე ამოგვიღია ხმა, რომ კონსტიტუციურ უმრავლესობაზე პანიკა ცოტა კომიკური იყო. კომიკური იყო რამდენადაც ყოველგვარი მეორე ტურის გარეშეც "ოცნებას" და "პატრიოტთა ალიანსს" უკვე ქონდათ და აქვთ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა და ეს ყველამ კარგად იცოდა.
მოკლედ მოხდა ის რაც მოხდა და მთავარი ბრძოლა ხვალ იწყება:
ბრძოლა რუსეთის გეგმის წინააღმდეგ: დაანაწევროს, გაამარგინალოს და ამით საბოლოოდ გააქროს საქართველოში პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ველი.
ამ გეგმის დიდი ნაწილი სამწუხაროდ შესრულებულია.
დარჩა ბოლო – გადამწყვეტი ფაზა: მოახდინოს პროდასავლურ ველზე ერთდერთი გადარჩენილი რეალური ძალის ლიკვიდაცია.
წასვლა, ხელის ჩაქნევა ან ერთმანეთთან ნიშნისმოგებით საუბარი ყველაზე ადვილია და არაფერს კარგს არ მოიტანს.
ხვალიდან ჩვენ ისე როგორც არასდროს ერთად უნდა ვიყოთ.
შესაშინებელი უკვე შეაშინეს, გასაყიდი უკვე გაიყიდა და შუაც გაკრეფილია.
რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციას, რაკი მათი მტკიცე გადაწყვეტილებით მეორე ტურიც "გაპრავდა" და პარლამენტშიც შედიან მიუხედავად ამ პარტიის ლიდერის საწინააღმდეგო პოზიციისა, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ – ეს მათი გადასაწყვეტია. მათი გადასაწყვეტია ისიც თუ, როგორ მოიქცევიან ისინი საკუთარი პარტიის ლიდერთან დამოკიდებულებაში და შეუწყობენ თუ არა ხელს რუსეთის ხელდასმულ ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაციაში. ამის სამწუხარო ნიშნები უკვე ჩანს, მაგრამ მაინც გაქვთ დრო პატივცემულო დეპუტატებო დაფიქრდეთ თქვენ თავად რას მიიღებთ ასეთი მოქმედებით. 4 წელი უცებ გაივლის და სულ ახლო წარსულის მაგალითები თვალწინ გაქვთ, ვინც ივანიშვილს ჩაყვა ჭაობში, რაც მიიღო.
დაფიქრდით და ისიც არ დაგავიწყდეთ რომ ამ ნახევარმა მილიონმა სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტიას მისცა ხმა, პარტიას, სადაც პროფესიონალები და საკუთარი პრინციპების ერთგული ადამიანები ეგულებოდა!
ძალიან მალე გამოჩნდება რას გააკეთებთ თქვენი მცირერიცხოვანი ფრაქციით ამ უზურპირებულ პარლამენტში და აღმოჩნდებით თუ არა 4 წლის შემდეგ პოლიტიკის მიღმა!
გარეთ კი, ჩემი ღრმა რწმენით, ახალი მოძრაობაა დასაწყები: ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობა და აქ ვიქნებით ყველა ვინც არ გავიყიდეთ, ვინც არ შევშინდით და ვინც ვერ გაგვკრიფეს!
თქვენც ამ მოძრაობასთან გირჩევთ თანამშრომლობას ნაციონალო დეპუტატებო და არა ივანიშვილთან!
ველოდები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას!"imageimage

0
112
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0