x
image
nukrichanturia
კაცის ხსენება აღარ მინდა

image 30 წლის ვარ, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ისიც ორი თვით ვიყავი გათხოვილი. თემოს რომ შეხედავდა კაცი, ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ მისი ცოლი რომ გავხდი, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. სამსახურიდან მოსული, პირდაპირ მისაღებ ოთახში იხდიდა წინდებს, ცხვირს ხმაურით იწმენდდა, ღამე საშინლად ხვრინავდა და ძილში ლაპარაკობდა, ყოველთვის ვიღაცას აგინებდა და ეჩხუბებოდა (ინტიმური დეტალების მოყოლა მერიდება), საჭმელს ათივე თითის დახმარებით თქვლეფდა და ქონიან ხელებს პირსახოცით იმშრალებდა. კიდევ ერთი ცუდი თვისება აღმოაჩნდა, ბანაობა არ უყვარდა, ორ კვირაში ერთხელ თუ შევიტყუებდი აბაზანაში, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ მეგულებოდა, გახამებულ თეთრეულს ვერ იტანდა და საშინელ სცენებს მართავდა. ორი თვის განმავლობაში ვიტანდი ამ კოშმარს, ბოლოს ბარგი შევკარი და წამოვედი. ჩემმა მშობლებმა აღარ მიმიღეს, ასე უაზროდ ოჯახი როგორ დაანგრიეო, მას შემდეგ კაცის ხსენება აღარ მინდა, მითხარით რომელიმე ქალი ასეთ უწესო კაცს აიტანს?

6
2125
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2125
  
2013, 12 სექტემბერი, 13:11
ადამიანები არ იცვლებიან მით უმეტეს ბინძურები.სიბინძურეს ვერ მოითმენ, მეც ვიცნობ მსგავს მამაკაცს 2-მა საცოლემ იმიტომ მიატოვა რომ მოუწესრიგებელი ბინძური იყო, ჯერ უნდა მოწესრიგებულიყო და მერე დაიწყო საცოლეების ძებნა, ასეთ კაცს ვინ გაეკარება.
2013, 25 თებერვალი, 14:47
შორიდან ლაპარაკი ადვილიაააააააააააა. რომ შეემჩნია ხო არ გაყვებოდა. სხვის საქმეში ყველა პროფესორია რაააააააა.
2013, 25 თებერვალი, 14:19
ალბათ კარგად ინიღბებოდა მანამდე და ვერ შეამჩნია.
2013, 25 თებერვალი, 13:28
თემოს რომ შეხედავდა კაცი, ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ მისი ცოლი რომ გავხდი, ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა.''რა იდიოტობას წერ ქალო, არ გრცხვენია?სანამ წაყვებოდი არ გივახშმიათ ერთად?ან ვერ გრძნობდი დაუბანელი და ტურტლიანი რომ იყო?იჯექი ახლა და წერე ეს დეგენერატობები,ვერ ხვდები რომ შენს თავსაც შეურაწყოფას აყენებ?ფუუ
2012, 22 დეკემბერი, 20:00
სანამ წაყვებოდა თვალი ვერ გაახილა?
2012, 22 დეკემბერი, 19:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6