x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს კობა დავითაშვილი

image კობა დავითაშვილმა თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა 2012 წლის 20 დეკემბერს შეავსო. კობა დავითაშვილი დაიბადა 1971 წლის 31 ივლისს ქუთაისში. ჰყავს მეუღლე, ინგა ბიწაძე - დაბადებული 1974 წლის 2 ივნისს თერჯოლაში. მათ მრავალშვილიანი ოჯახი აქვთ. სულ ჰყავთ 5 შვილი. აღსანიშნავია, რომ ხუთივე შვილი გვარის გამგრძელებელი ჰყავს ბატონ კობას. ეს კი, შეიძლება ითქვას, რომ მისი მთავარი "ქონებაა". ახლა რაც შეეხება უშუალოდ ქონების თემას. კობა დავითაშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომლის ფართობი 55 კვ.მ-ს შეადგენს. როგორც ხედავთ საკმაოდ მომცრო ზომის ბინაა. კობა დავითაშვილის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის შევსების დროს, კობა დავითაშვილს, ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 10000 ლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, კობა დავითაშვილი არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალსარ იღებს. კობა დავითაშვილის შემოსავალმა, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს წევრის პოსტზე 18095 ლარი შეადგინა. ინგა ბიწაძე იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 16743 ლარი შეადგინა. კობა დავითაშვილი ამავდროულად იყო ხალხის პარტიის თავჯდომარე. მან ამ საქმიანობისთვის 5000 ლარი გამოიმუშავა. ამ დროის განმავლობაში კობა დავითაშვილის ოჯახს არ მიუღია რაიმე საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონ კობას მხოლოდ "ლიბერთი ბანკში" ჰქონდა გახსნილი ანგარიში. მას იქ 2000 ლარი ერიცხებოდა. image

0
1347
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0