x
image
nukrichanturia
პლეხანოველი გოგოს ტრაგიკული ისტორია

image ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ ზომაზე მეტად ლამაზი გოგო ვარ. პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე, დედისერთა ვარ და რომ იტყვიან, მშობლები ჩემით ცოცხლობდნენ. მზე და მთვარე ამოსდიოდათ. სკოლა წარმატებით დავამთავრე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავირიცხე. ერთ დღეს, როცა მამაჩემი სამსახურიდან ბრუნდებოდა მანქანით, მოპირდაპირე მხრიდან მიმავალ კამაზს მთელი სიჩქარით დაეჯახა და დაიღუპა. მეგონა ამას ვერ გადავიტანდი, მაგრამ უფრო დიდი განსაცდელი წინ მელოდა. ჩემი საათივით აწყობილი ცხოვრება თანდათან დაინგრა, დედაჩემმა მეუღლის გარდაცვალებას ვერ გაუძლო და ლოგინად ჩავარდა. სწორედ იმ პერიოდში თითქმის ყველა შემოგვეცალა და დავრჩი სნეულ დედასთან მარტო. ინსტიტუტშიც ვერ დავდიოდი, დედის მარტო დატოვება არ მინდოდა, მაგრამ მამის დანატოვარი ფული მალე გამოგველია, ოჯახის სარჩენად სამსახურის ძებნა დავიწყე. გაზეთში წავიკითხე, რომ ერთ-ერთ კაზინოში კარგი გარეგნობის მიმტანი გოგონები სჭირდებოდათ. მითითებულ მისამართზე მივედი და გავიგე, როდის ტარდებოდა კონკურსი. წარმოიდგინეთ ჩემი აღტაცება, როცა გამარჯვებულთა შორის ჩემი სახელიც ამოკითხეს. სამსახურს დიდი გულისყურით ვეკიდებოდი და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი დედიკოსთვის წამლის ფულს ვშოულობდი. თუმცა ჩემი დაწყევლილი სილამაზის გამო მისვლის დღიდან ყველამ შემამჩნია და ლაყბობით თავს მაბეზრებდნენ, თუმცა მე არც ერთი არ მაინტერესებდა. ამავე კაზინოში ერთი ტიპი მუშაობდა დაცვის უფროსად, ვგრძნობდი, რომ ჩემი დანახვის შემდეგ მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ერთხელაც, მთვრალმა გრძნობა ვეღარ დამალა და სიყვარულში გამომიტყდა. მამაკაცების მიმართ ყოველთვის უკარება და ცივი ვიყავი, მაგრამ მერაბი თავდავიწყებით შემიყვარდა, თუმცა ბედნიერებაზე ფიქრი ჯერ ადრე იყო...

ამ პერიოდში კაზინოს ერთ-ერთი მფლობელის ბიჭი მოსკოვიდან დაბრუნდა და იმ დღიდან ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. მოსვენებას არ მაძლევდა, სიცოცხლეს მიმწარებდა. აღარ ვიცოდი რა მექნა, მერაბს რომ გაეგო, არ აპატიებდა. იმ ნარკომანს კი, როცა წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო არავინ და არაფერი ახსოვდა. ჩემი თანაგრძნობა რომ ვერ მოიპოვა, მერაბს ნარკოტიკი ჩაუდო და პოლიციას დააჭერინა. მერაბს 5 წელი მიუსაჯეს, მე კი დედა გარდამეცვალა და დავრჩი სრულიად მარტო. ვანო ისევ განაგრძობდა აქტიურობას, მე კი ის უფრო მეტად მძულდა. ერთ დღესაც თავის ორ ძმაკაცთან ერთად დამადგა, მანქანაში ძალით ჩამტენა, მომიტაცა და საბოლოოდ გამაუბედურა. 2 კვირის შემდეგ შეურაცხყოფილი და თავლაფდასხმული დამაბრუნა სახლში. მომხდარის შესახებ პოლიციაში განვაცხადე, წამალი მერაბსაც ჩაუდო მეთქი ვამტკიცებდი, მაგრამ არც მომისმინეს. ამის მიზეზი გვიან გავარკვიე, თურმე ის პოლიციასთან იყო შეკრული. როცა სამართალი ვერსად ვიპოვე, სამუდამოდ დავკარგე ცხოვრების იმედი. ბედმა გამწირა, დავკარგე ის ადამიანები, ვისაც ვახარებდი და ვისითაც ვხარობდი, ახლა უკვე მჯერა ბედისწერის, რას იზამ, ყველა ბედნიერი ხომ ვერ იქნება.

17
1680
14-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1680
  
2016, 25 თებერვალი, 17:09
nukrichanturia
ეს შენი ისტორიაა ტუ მოიგონე, აბა ეს გოგო ვინ არის შენი რომ დადგა და სენ მოგიყვა
ტუ შენ ხარ მე დაგეხმარები, წამოდი ჩემტან უცხოეტში ვარ
2012, 29 დეკემბერი, 20:20
ნუკრი რო არ გერქვას მეგონა რომ შენი ისტორია მოგვიყევი :)
2012, 28 დეკემბერი, 0:01
ცხოვრებაში უარესებიც ხდება და აქ ფანტაზია არაფერია..
2012, 21 დეკემბერი, 19:32
თუ ტყუილია კარგი ფანტაზიის უნარი გქონია და საღო, თუ არ არის .....................
2012, 21 დეკემბერი, 18:16
:D
2012, 21 დეკემბერი, 18:14
მაგხელა ფანტაზიის უნარი არ გამაჩნია, და მერე ვნახოთ :D
2012, 21 დეკემბერი, 18:13
არა უბრალოდ მაინტერესებდა შენ თუ იგონებდი :D
2012, 21 დეკემბერი, 18:10
გგონია მართლა გეტყვი, თუ მეკაიფები?:D
2012, 21 დეკემბერი, 18:09
და ესეთ ისტორიებს საიდან წერ? :))
2012, 21 დეკემბერი, 18:08
არ განმიცდია ჯერ:$
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10