x
image
nukrichanturia
დამაპატიმრეს და მიღალატეს

image მინდა დავბეჭდო ერთი პატიმრის წერილი.

პატიმარი ვარ და მინდა მოგითხროთ როგორ მიღალატა საყვარელმა ადამიანმა: სანამ დამაპატიმრებდნენ, 19 წლის გოგონა შემიყვარდა, მას ქეთი ჰქვია. მე პროფესიით ჯიბგირი ვარ. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი, ვინმე გოიმს ვეძებდი და ქეთის შემთხვევით გადავეყარე, ტელეფონი რომ მოვპარე, სურვილი გამიჩნდა, ეს მშვენიერი არსება ახლოს გამეცნო. ამიტომ მობილური დავუბრუნე და გამოველაპარაკე. ერთმანეთი მალე შეგვიყვარდა. ცოტა ხანში პოლიციამ დამაპატიმრა. ქურდობის ფაქტზე რომ ვერ დამიჭირეს, წამალი ჩამიდეს და ამიყვანეს. აქ შეჩერდა კიდეც ჩემი ცხოვრება. დამიჭირეს თუ არა, ქეთიმაც მიმატოვა. მე მისი სიყვარულით ყველაფერი დამავიწყდა. ქეთი მიყვარხარ და მძულხარ... მე ჯოჯოხეთში ვათიე ღამე და ბოროტებით ამევსო გული, ღმერთო შემინდე და შემიწყალე სიბოროტით ნათქვამი...

0
77
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0