x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს ნიკა გვარამია

image ნიკა გვარამიამ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს განათლების მინისტრმა 2010 წლის 1 აპრილს შეავსო. ნიკა გვარამია დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს სოხუმში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ასევე ჰყავს გერიც. ახლა რაც შეეხება ქონებას. ნიკა გვარამიას საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი სოხუმში. ასევე მას ეკუთვნის ბინა თბილისში, რომელიც 124000 ლარად იყო შეფასებული იმ დროისთვის. დეკლარაციის მიხედვით, ნიკა გვარამია არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება სანაკო ანგარიშებს. ერთი შეხედვით, ის მეტად მწყრალად გამოიყურება. დეკლარაციის შევსების დროს მას მხოლოდ 600 ლარი ერიცხებოდა ბანკ "რესპუბლიკის" მიმდინარე ანგარიშზე. დეკლარაციის შევსების დროს, ნიკა გვარამიას არ ჰქონდა ხელთ ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. ნიკა გვარამიას ოჯახი არ მონაწილეობს რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალი არ აქვს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მის შემოსავალს. დეკლარაციის მიხედვით, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე 39710 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში ასევე მითითებულია მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი. ნიკა გვარამიას 2007 წელს საკრედიტო ხელშეკრულება გაუფორმებია ბანკ "რესპუბლიკასთან". ნიკა გვარამიას ოჯახს იმ დროისთვის არ ჰქონდა მიღებული რაიმე ძვირადღირებული საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს. როგორც ხედავთ, არც ისე მდიდრულად გამოიყურება ბატონი ნიკას ქონება.

როგორც მოგეხსენებათ, ნიკა გვარამია ამჟამად დაკავებულია. მას კორუფციული საქმის გამო ედავებიან სამართალდამცველები. იმედია ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და სიმართლე გაირკვევა.

იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია, კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია გაინტერესებთ. შევეცდები უახლოეს ხანში დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა.







2
3364
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
3364
  
2012, 25 დეკემბერი, 19:19
ჯეერ არა
2012, 24 დეკემბერი, 12:54
ივანიშვილს არ შეუვსია ქონებრივი დეკლარაცია? საინტერესო და უზარმაზარი ჩამონათვალი ექნება :)))
0 1 2