ქალი და მამაკაცი როგორ ვიპოვოთ სიყვარული საახალწლოდ?! 2012, 21 დეკემბერი, 0:36 იქნებ შეიძლება შენს მეორე ნახევარს საახალწლოდ შეხვდე? ახალი წელი ხომ ყველაზე ჯადოსნურია, ეს ის დღესასწაულია, როცა სურვილები გისრულდება, როცა ჯადოქრობა მოქმედებს.
ვინც ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი მეორე ნახევარი, ალბათ სიყვარულზე ოცნებობს. როგორ ვიპოვოთ ჩვენი ბედნიერება ახალი წლის ღამეს?
1. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღამე ჯადოსნურია, მთლად ბედს ნუ მივენდობით. არ გვაქვს უფლება გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ, ჩვენივე თავს მოვუწყოთ დღესასწაული.
2. შევარჩიოთ კომპანია, ვისთან ერთადაც შევხვდებით ახალ წელს. სახლში მარტო ყოფნით არაფერი გვეშველება. მეგობრებს შევაპაროთ, რომ ცხოვრების შეცვლას ვგეგმავთ. ამ დროს, ისინი აქტიურად ერთვებიან "სამაჭანკლო" საქმეში.
3. თუ ვერცერთი თქვენი მეგობარი ვერ მოაწყობს საახალწლო საღამოს, მაშინ სამზადისი თქვენთვითონ ითავეთ. 4. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ სტუმრების სიას, რადგან შეიძლება სწორედ "ის" შეგხვდეთ. მეგობრებს შეუთანხმეთ დასაპატიჟებელი სტუმრების სია, რომ საღამი მხიარული გამოვიდეს. 5. თუ უკვე მოგწონთ ვინმე, შეეცადეთ მოხიბლოთ ახალი წლის ღამეს. 6. საახალწლო ღამის ატმოსფერო თავისუფლებას გვმატებს. ამ დღეს შეიძლება შევიცნოთ ადამიანის ნამდვილი სახე. 7. არ დაგვავიწყდეთ, რომ ამ ღამეს განსაკუთრებით ლამაზად გამოვიყურებოდეთ. 494 10-ს მოსწონს
|