ქალი და მამაკაცი რა უნდა ახსოვდეს ყველა ქალს 2017, 27 ივნისი, 23:36
ცხოვრებაში შეგხვდება ხალხი, რომელიც შენს შეცვლას შეეცდება, დაგამცირებს, თავის ყველა დანაშაულს შენ გადმოგაბრალებს, გაიძულებენ გაუმკლავდე მათ პრობლემებს. შეგხვდება ხალხი, ქალებიც და კაცებიც, რომლებიც შეეცდებიან დაგაჯერონ, რომ პრობლემა შენშია, შეეცდებიან ტვინი აგირიონ, გაიძულებენ სარკეში ჩახედვისას გძულდეს შენი გამოსახულება. მაგრამ მხოლოდ უნდა გაიღიმო და გიყვარდეს. არავის მისცე უფლება გული გაგიტეხოს. გააგრძელე ყოფნა საუკეთესო ქალად, ისეთად, როგორიც კი შეგიძლია იყო, რომელიც ცხოვრობს შეუბღალავად, რომელიც ძლიერია, მართალია, ღირსეულია, თვითდაჯერებული და კეთილია. შენ განსაკუთრებული ქალი ხარ და მუდამ თავაწეული უნდა იყო. იყავი მუდამ ამაყი, როცა იცი, რომ სწორად იქცევი. იყურე პირდაპირ, შენი მიზნისაკენ, თუნდაც ვინმე უკან გეწეოდეს. შეინარჩუნე ღირსების გრძნობა მაშინაც კი, თუ არცერთი საქმე არ გამოგიდის და შემდეგი ნაბიჯისა გეშინია. შენ საკმარისად კარგი ხარ იმ მამაკაცისთვის, რომელიც ერთხელაც იქნება და შეგიყვარებს. გახსოვდეს, თუ არ გექცევა ის ისე, როგორც საჭიროა, გაუშვი შენი ცხოვრებიდან. შენ საკმარისად კარგი ხარ იმ ოჯახისთვისაც, რომელმაც გაგზარდა და თუ ამას ვერ აფასებენ, არ მისცე უფლება გაგტეხონ.გახსოვდეს, შენ საკმარისად კარგი ხარ მეგობრებისთვის, რომლებსაც არ უყვარხარ ისე, როგორც იმსახურებ, იმ ხალხისთვის, რომლებსაც ხვდები. შენ საკმარისად ყოჩაღი ხარ, ისეთი, რომ შეგიძლია გაუმკლავდე ყველა პრობლემას და გახდე უფრო ძლიერი. გახსოვდეს! როცა რამეს განიცდი, როცა ვიღაც ცდილობს დაგამციროს, გახსოვდეს რომ ძლიერი ხარ, მამაცი ხარ, ღირსეული ხარ! და საკმარისად კარგი ხარ, არასდროს დაივიწყო ეს.
როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია
როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა
იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ სუფთა იყოს და სუნიც კარგი ჰქონდეს...
მოაშორეთ ბუზები თქვენს სახლს სამუდამოდ - უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი
816 4-ს მოსწონს |