x
image
t.x.
როგორ შევარჩიოთ ცხოვრების მამაკაცი? ვინ არის ის?-გმირი თუ ჩვეულებრივი ადამიანი?
imageგმირი, თუ ილუზია?! გმირის კი არა, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანის პოვნაც ჭირს. თუმცა, თუ თქვენი იდეაფიქსია გვერდით აუცილებლად გმირი გყავდეთ, გაითვალისწინეთ, ისინი ძირითადად, ოთხი ტიპის გვხვდებიან:

„ჯეიმს ბონდი” – ქარიზმატულია, მაგიური მიმზიდველობით, მაგრამ უყვარს ყველაფრის გასაიდუმლოება და არც ისე ხელგაშლილია. ნურც ეცდებით, მას გაუგოთ, მაინც არაფერი გამოგივათ. ქმრად ვერა, მაგრამ საყვარლად კარგი ვარიანტია. ახლა კი, გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.

„პიტერ პენი” – მამაკაცი-ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. ყველაფერი დანარჩენი თქვენი გასაკეთებელი იქნება. მისი და ოჯახის გამოკვება თავად მოგიწევთ.image

„აივენჰო” – ის უფლისწულია. თეთრი ცხენითა და რაინდული თვისებებით, რომელიც აუცილებლად გაგრძნობინებთ თავს ზღაპარში, მაგრამ რეალური ცხოვრება ზღაპრისგან ძალიან შორსაა. imageუფლისწულები ყოველდღიური პრობლემების წინაშე საკმაოდ უმწეონი არიან და ბოლოს შეიძლება, თქვენზე „ამხედრდეს”. სამაგიეროდ, ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.


„ზორო” – ის შეიძლება „ცუდი ბიჭიც” იყოს. ოდნავ უზრდელი და უხეში, არც ისე დახვეწილი მანერებით. მაგრამ, გული კეთილი ექნება და ბოროტებისგანაც შორს დაიჭერს თავს. მასთან არ მოიწყენთ.image
ეს ფაქტია, მაგრამ მეტისმეტი პრაგმატიზმი შეიძლება, არ მოგეწონოთ. „ზო
რო” რეალისტია და ჭეშმარიტი მამრი.

ჩვეულებრივი მამაკაცი:

ის ძალიან ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული. სატრაბახო და თავისმოსაწონებელიც არაფერი აქვს. თითქოს ვერც განსაკუთრებულ ღირსებებს აღმოუჩენთ. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი მამაკაცია, ნორმალური. ნაკლიც აქვს, ბუნებრივია. ისე, როგორც სხვას, უხარია და სწყინს ჩვეულებრივად. ებრძვის პრობლემებს, რა თქმა უნდა, რაღაცით გამორჩეული მაინც იქნება. მაგალითად, შეიძლება, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს, ან კულინარიული ნიჭი. ამას მერე აღმოაჩენთ. მით უმეტეს, თუკი შეგიყვარდებათ. პრინციპში, რატომ უნდა გინდოდეთ არაჩვეულებრივი მამაკაცი?! თავად ხომ სრულად ჩვეულებრივი ბრძანდებით და ვერანაირად ვერ აიტანთ, თქვენს არაჩვეულებრივ პარტნიორზე გაჩაღებულ კონკურსს. ასეთ გამორჩეულ მამაკაცებზე, ქალები გამორჩეულად ნადირობენ. გინდათ, მძაფრი კონკურენციის პირობებში იცხოვროთ? მაშინ ნუ ეძებთ განსაკუთრებულს. imageჩვეულებრივი მამაკაციც იქცევა არაჩვეულებრივად, როცა მას სიყვარულით შეხედავთ. იზრუნეთ მასზე და არასოდეს უსაყვედუროთ იმისთვის, რომ ჩვეულებრივია. თუ არჩევანს ასეთ მამაკაცზე გააკეთებთ, ხშირად გაამახვილეთ ყურადღება მისი ხასიათის იმ თვისებებზე, რომლებიც მართლაც დასაფასებელი და აღსანიშნავია. დააკვირდით და მალე ძალიან ბევრ ღირსებასაც აღმოუჩენთ. გახდით მისი სტიმული. ჩვეულებრივ მამაკაცს ის უპირატესობა აქვს, რომ სწრაფად ემორჩილება და ეთვისება იმ გარემოს, რომელსაც უქმნით. გარემო კი მას თქვენ უნდა შეუქმნათ, ანუ, თუ მოინდომებთ, ის ყველაზე... ყველაზე... მამაკაცი გახდება!

0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0