ქალი და მამაკაცი რა არის სიყვარული? არსებობს თუ არა ის და რატომ ინგრევა ოჯახები 2013, 24 იანვარი, 1:13 სიყვარული ყველა ცოცხალი არსებისთვისაა დამახასიათებელი და ეს გრძნობა ყველა არსებას ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი. ხშირად სიყვარული ადამიანზე მეტად ცხოველებსა და ფრინველებს შესძლებიათ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა პარტნიორის დაკარგვის შემდეგ ცხოველს ან ფრინველს თავი მოუკლავს. ისიც ცნობილია, რომ ცხოველებს, განსაკუთრებით კი ძაღლებს ადამიანის მიმართ გამოუვლენიათ საოცარი სიყვარული. პატრონის გარდაცვალების შემდეგ ბევრი მათგანი საფლავს არ მოშორებია და იქვე მომკვდარა. სიყვარული მცენარეებსაც შეუძლიათ. ისიც ცნობილია, რომ მცენარემ კარგად რომ გაიხაროს უნდა ელაპარაკო და მოეფერო. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ყველა ყვავილი გახმა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად უვლიდნენ. მეცნიერულად გამოკვლეულია, რომ ადამიანებს ერთმანეთთან სუნი აკავშირებთ. თურმე, არაფრით არ შეგიყვარდება ის ადამიანი, ვისი სუნიც არ მოგწონს. ზოგჯერ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანს უმიზეზოდ ავითვალწუნებთ, ისე, რომ ჩვენც ვერ ვხვდებით მიზეზს. ეს სუნის ბრალი ყოფილა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიყვარული ისე მოდის და მიდის, ჩვენ სულაც არ გვეკითხება. აბა რაღა გასაკვირია, რომ ბევრი ოჯახი ინგრევა. ადამიანი ხომ ოჯახს ყოველთვის სიყვარულით არ ქმნის?! ზოგჯერ ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებთ, ახალგაზრდული დაუკვირვებლობით გვეჩვენება რომ გვიყვარს. 302 2-ს მოსწონს 1-ს არა
|