x
image
t.x.
კირა ნაიტლის კორსიკული თაფლობისთვე გრძელდება(+ ახალი ფოტოები ზღვის სანაპიროდან)

imageკირა ნაიტლი და მისი ახალი ქმარი ჯეიმს რიგჰტონი ოთხ მაისს დაქორწინდნენ. თაფლობის თვეს ზღვის სანაპიროზე ნებივრობაში ატარებენ. 28 წლის მსახიობი და მისი ქმარი წყალში გასაგრილებლად ჩავიდნენ, მაგრამ საეჭვოა მათ გაგრილებაზე ლაპარაკი, როცა მხურვალე კოცნით იყვნენ დაკავებულნი. კირას შინდისფერი საბანაო კოსტიუმი აცვია, თეთრი როკოკოსებრი ყვავილებით, ჯეიმსს კი სადა შავი ტრუსი. წყალში ნებივრობის შემდეგ წყვილი "შეზლონგებზე" წამოკოტრიალდა, თავს ნაპირთან მოსული გემების ცქერით ირთობდნენ. იმის მაგივრად, რომ მშვენიერი პეიზაჟით დამტკბარიყვნენ, ისინი ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ.

მათი მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი სოფელ მაზანში გაიმართა. ქორწილში კირას მუხლამდე სიგრძის, უბრეტელო ტულის კაბა ეცვა, ზემოდან თეთრი შანელის პიჯაკი, ფეხზე კი თეთრივე "ბალეტკები". ქორწილში წყვილს ნაცრისფერი "რენაუტი" ემსახურებოდა. აიმე ნაველომ, რომელიც წყვილის საქორწინო ვახშამს კურირებდა, განაცხადა, რომ მათი ხელისმომკიდეები კირას მშობლები იყვნენ (შარმან მაკდონალდი და უილ ნაიტლი). დანარჩენი სტუმრები მხოლოდ დები და ძმები იყვნენ. ქორწილში არ იყო არავითარი ყვავილები. ახლახან გახდა ცნობილი, რომ კირას საქორწინო ბეჭედი, ეკუთვნოდა 29 წლის ჯეიმსის ბებიას. ეს ოჯახის რელიქვია იყო, ამით ცხადი გახდა, რომ ჯეიმსისათვის ეს ქორწინება უმნიშნელოვანესია. მათ ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს, 2012-ში კი ნიშნობა ჰქონდათ.imageimageimageimageimageimageimageimage





1
208
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
208
  
2013, 15 მაისი, 1:28
მიყვარს კირა.
0 1 1