x
image
t.x.
როგორ გავიცნოთ გოგონა?

imageრამდენჯერ ჩაუვლია ჩვენს გვერდით ლამაზ გოგონას?! მაშინვე გაგვიჩნდება საოცარი სურვილი მისი გაცნობისა, მაგრამ ვერ ვახერხებთ ვერც დალაპარაკებას, ზოგჯერ კი გაღიმებასაც. რაღაც უხერხულობის გრძნობა თითქოს უკან გვექაჩება. იმასაც ვფიქრობთ, თუ გოგონა ლამაზია, ის გათამამებულია ბიჭებისგან ყურადღებით და ვინ იცის როგორ რეაგირებას მოახდენს ის ჩვენს კომპლიმენტზე? ამის მიუხედავად არსებობს საქციელის თანამიმდევრობა, რომ მზეთუნახავში ჩვენს მიმართ ინტერესი გავაღვივოთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას:image

ლაპარაკი მაშინვე უნდა დავუწყოთ, იმწამსვე, დროის დაკარგვა დაუშვებელია.

ვიყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ. ველაპარაკოთ უშუალოდ, თავისუფლად, თან ისეთ თემებზე, რაც კარგად ვიცით. დავაინტერესოთ ისე, რომ თვითონ დაგვისვას შეკითხვები.image

არასოდეს შევეხოთ ისეთ თემებს, რომელსაც განსაკუთრებული ფიქრი და განათლება სჭირდება. გოგონას შესახედაობით ხომ მის ინტელექტის დონეზე ვერ ვიმსჯელებთ.


ვუთხრათ კომპლიმენტები, ისინი ხომ ყინულის გულსაც ადნობენ, მაგრამ გვახსოვდეს, არ შევუქოთ მკერდი და საჯდომი, თორემ მაშინვე თავიდან მოგვიშორებს, რადგან ეგონება, რომ მხოლოდ სექსი გვაინტერესებს.

უამრავი რჩევების მოცემა შეგვიძლია, მაგრამ როგორ იმოქმედებს ისინი ეს უკვე მხოლოდ ღმერთმა თუ იცის. ყველაზე მთავარია, მოვერგოთ სიტუაციას და სულის სიმხნევე არ დავკარგოთ. ვიყოთ ყოველთვის შემართებული და გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მაღალია მწვერვალი, მით უფრო ტკბილია შედეგი მისი დაპყრობისა.

3
198
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
198
  
2013, 21 ივნისი, 22:53
იქნებ გვინდა რო ეგონოს რო მხოლოდ სექსი გვაინტერესებს:D::D
2013, 17 იანვარი, 21:05
momaval wels polonetshi mivdivar 6 tvit da imedia gamomadgeba gogoebo movdivar:D
2013, 16 იანვარი, 22:49
ჰმმმმმ.... საინტერესოა
0 1 3