x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი

imageერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რუსუდან კერვალიშვილმა, თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა 2012 წლის 16 მაისს შეავასო. რუსუდან კერვალიშვილი დაიბადა 1955 წლის 25 ივლისს ონში. დეკლარაციაში მითითებულია თავისი დედის შესახებ. მისი დედა, ლამარა ჭიპაშვილი დაიბადა 1929 წლის 10 მაისს თბილისში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მათ ქონებას. დეკლარაციის შევსების დროს, რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, რომლის ფართობი 700 კვ.მ - ს შეადგენს. აგრეთვე მის საკუთრებაში იყო საცხოვრებელი სახლი ბათუმში, რომლის ფართობი 372 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ლამარა ჭიპაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, რომლის ფართობი 1000 კვ. მ –ს შეადგენს. როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი სახლია. აგრეთვე ქალბატონი ლამარა ფლობს მცხეთაში მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი 20000 კვ.მეტრია. ამით უძრავი ქონების შესახებ არ მთავრდება. ლამარა ჭიპაშვილის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ონის რაიონში, რომლის ფართობი 80 კვ.მ–ს შეადგენს. იგი ამ სახლთან ერთად ფლობს მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი 2300 კვ.მ–ს შეადგენს. ახლა რაც შეეხება მოძრავ ქონებას. ლამარა ჭიპაშვილის საკუთრებაში იყო ავტომანქანა ტოიოტა. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალბატონი რუსუდანი ფლობდა 50 ფერწერულ ტილოს. ტილოების საბაზრო ღირებულება ცნობილი არ არის. ასევე მის საკუთრებაში იყო ორი ოქროს გულსაკიდი. რუსუდან კერვალიშვილი, დეკლარაციის შევსების დროს ფლობდა ფასიან ქაღალდებს 2000 ცალის ოდენობით, რომლის თითოეულის ღირებულება იყო 5 ლარი. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. საოცარია, მაგრამ მას საერთოდ არ ერიცხებოდა ფული ბანკში. მას ასევე ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 50000 ლარის ოდენობით.

3
1786
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1786
  
2012, 24 დეკემბერი, 12:25
ამათი ყოფილა მთელი საქართველო:))
2012, 19 დეკემბერი, 16:51
სტატია არც წამიკითხავს. შენ დეითვლი მაგენის ქონებას?:))))))
2012, 19 დეკემბერი, 13:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3