x
image
nukrichanturia
რაზე გაცვალა მაგდა ანიკაშვილმა "ტელეიმედის" წამყვანის 36600-ლარიანი ხელფასი

image მაგდალინა ანიკაშვილი 1881 წელსაა დაბადებული. თავისი პირველი დეკლარაცია მან 2008 წლის 29 აპრილს შეავსო, პარლამენტის წევრობის კანდიდატის რანგში. მას ჰყავს მეუღლე, დავით გოგოლაშვილი, ისინი ცხოვრობენ თბილისში, ბახტრიონოს ქუჩაზე. ასევე, მათთან ერთად ცხოვრობენ ქალბატონი მაგდალინას დედამთილი, ქალბატონი თინა და მამამთილი, ბატონი რობერტი. მათი საცხოვრებელი ბინა თინა გოგოლაშვილის საკუთრებაა და 150 000 ლარი ღირს. დავით გოგოლაშვილს კი ეკუთვნის მშენებებარე ბინა საბურთალოს ქუჩაზე, 170 000 ლარად ღირებული და 22 000 ლარად ღირებული "ნისან ტიდა".

მაგდა ანიკაშვილის წლიური შემოსავალი, როდესაც "ტელეიმედში მუშაობდა წამყვანად, 36600 ლარს შეადგენდა, დავით გოგოლაშვილის წლიური შემოსავალი კი - 15 000 ლარს. ( ის ანსამბლ "თბილისის" მომღერლობას ფარმაცევტული კომპანია "კამელინის" ფიარ-მენეჯერობას უთავსებდა). რობერტ გოგოლაშვილი ანსამბლების: "თბილისის", "ქართული ხმებისა" და "იმერის" სამხატვრო ხელმძღვანელია და მისი წლიური ხელფასი 32 400 ლარია; თინა გოგოლაშვილი კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მომღერალია და მისი წლიური ხელფასი 3 300 ლარია.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ დავით და რობერტ გოგოლაშვილებს ჰქონდათ: 9 000 და 20 000 ლარი.

2007 წელს დავით გოგოლაშვილს ხარჯიც ჰქონდა: მან დაფარა იპოთეკური სესხის ნაწილი (28 800 ევრო).image image



5
4696
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
4696
  
2012, 19 დეკემბერი, 22:06
ეუჰ 1881 დაბადებული კიდე ცოცხალია? ხო ხედავთ როგორ განვითარდა ეს პლასტიკური ოპერაციები :D
2012, 19 დეკემბერი, 13:34
მეუღლეს კარგა ხანია უკვე დაშორდა;)
2012, 19 დეკემბერი, 10:15
საღოლ მაგდას, კარგი შენახულია:)
2012, 18 დეკემბერი, 15:52
1981 წელს დაიბადა, ერთადერთი შეცდომაა რა
2012, 18 დეკემბერი, 15:50
132 წლისაა მაგდა? )
0 1 5