საქართველო რაზე გაცვალა მაგდა ანიკაშვილმა "ტელეიმედის" წამყვანის 36600-ლარიანი ხელფასი 2012, 18 დეკემბერი, 15:44
მაგდა ანიკაშვილის წლიური შემოსავალი, როდესაც "ტელეიმედში მუშაობდა წამყვანად, 36600 ლარს შეადგენდა, დავით გოგოლაშვილის წლიური შემოსავალი კი - 15 000 ლარს. ( ის ანსამბლ "თბილისის" მომღერლობას ფარმაცევტული კომპანია "კამელინის" ფიარ-მენეჯერობას უთავსებდა). რობერტ გოგოლაშვილი ანსამბლების: "თბილისის", "ქართული ხმებისა" და "იმერის" სამხატვრო ხელმძღვანელია და მისი წლიური ხელფასი 32 400 ლარია; თინა გოგოლაშვილი კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მომღერალია და მისი წლიური ხელფასი 3 300 ლარია. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ დავით და რობერტ გოგოლაშვილებს ჰქონდათ: 9 000 და 20 000 ლარი. 2007 წელს დავით გოგოლაშვილს ხარჯიც ჰქონდა: მან დაფარა იპოთეკური სესხის ნაწილი (28 800 ევრო). 4708 7-ს მოსწონს 2-ს არა
|