საქართველო რა ანაზღაურება ჰქონდა ნიკა გილაურს 2012, 17 დეკემბერი, 0:57 ნიკა გილაურმა თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2012 წლის 17 მაისს შეავსო. ნიკა გილაური დაიბადა 1975 წლის 14 თებერვალს თბილისში. მას ჰყავს მეუღლე მარინა შამუგია - დაბადებული 1985 წლის 9 თებერვალს სოხუმში. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი - მარი. იგი 2 წლის გახლავთ. ნიკა გილაურის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული მის ოფიციალურ დეკლარაციაში. ნიკა გილაურის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, რომლის თითოეული ღირებულება აღემატება 10000 ლარს. ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. საოცარია მაგრამ, მას გახსნილი ჰქონდა საქართველოს ბანკში ანგარიში, მაგრამ იქ საერთოდ არაფერი ერიცხებოდა. ასევე დეკლარაციის შევსების დროს, მას ხელთ არ ჰქონდა ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. ნიკა გილაური არ მონაწილეობს არანაირ კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალს არ იღებს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მის შემოსავალს. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე 152150 ლარი შეადგინა. საინტერესოა სად წაიღო ამდენი ფული ბატონმა გილაურმა, როცა მას საბანკო ანგარიშზე არ აქვს ფული და არც ხელთაც გააჩნია რამე. ამ დროის განმავლობაში მის ოჯახს არ მიუღია რაიმე საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს. იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი საჯარო პირის ქონებრივი მდგომარეობა გაინტერესებთ. შევეცდები უმოკლეს ხანში დავაკმაყოფილო თქვენი თხოვნები. წინასწარ დიდი მადლობა. 362 7-ს მოსწონს
|