საქართველო რა ქონებას ფლობს აკაკი მინაშვილის ოჯახი 2012, 16 დეკემბერი, 12:20 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა, თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 2012 წლის 19 მაისს შეავსო. აკაკი მინაშვილი დაიბადა 1980 წლის 19 სექტემბერს. ჰყავს მეუღლე ქეთევან კობიაშვილი - დაბადებული 1980 წლის 18 დეკემბერს. ჰყავთ ერთი შვილი - ნინია. ახლა რაც შეეხება მათ ქონებას. ქეთევან კობიაშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, დოლიძეს ქუჩაზე, რომლის ფართობი 119 კვ.მ-ს შეადგენს. აკაკი მინაშვილის ოჯახი, დეკლარაციის მიხედვით არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, აკაკი მინაშვილს "თი-ბი-სი" ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 4164 ლარი ჰქონდა. მას ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 773 ლარი ერიცხებოდა. ქეთევან კობიაშვილს სახელფასო ანგარიშზე 10 ლარი ერიცხებოდა. აკაკი მინაშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1000 დოლარი ერიცხებოდა. მათ შვილს ნინია მინაშვილს ჰქონდა გახსნილი ანაბარი "პროკრედიტ ბანკში", სადაც მას 111 ლარი ერიცხებოდა. აკაკი მინაშვილს დეკლარაციის შევსების დროს, ხელთ არ ჰქონდა ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. აკაკი მინაშვილის ოჯახი არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მათ შემოსავალს. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, აკაკი მინაშვილის ანაზღაურებამ, საქართველოს პარლამენტის წევრის პოსტზე 69009 ლარი შეადგინა. ქეთევან კობიაშვილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მისმა ანაზღაურებამ ამ პოსტზე, 54682 ლარი შეადგინა. აკაკი მინაშვილის ასევე იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მან ამ საქმიანობისთვის 8300 ლარი აიღო. დეკლარაციაში მითითებულია მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, ქეთევან კობიაშვილის სესხი გამოუტანია 100000 დოლარის ოდენობით. მას ეს თანხა ბინის შესაძენად გამოუყენებია. 627 8-ს მოსწონს 1-ს არა
|