საქართველო რა რაოდენობის სესხი გამოიტანა ბანკიდან ეკა ხერხეულიძემ 2012, 15 დეკემბერი, 23:49 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა 2012 წლის 9 მაისს შეავსო. ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დაიბადა 19772 წლის 13 ივლისს თბილისში. ჰყავს ორი შვილი: გიორი და ნიკოლოზი. ეტყობა ქმარს გაცილებულია, რადგან დეკლარაციაში იგი ნახსენები არ არის. ახლა რაც შეესება მის ქონებას. დეკლარაციის მიხედვით, ეკა ხერხეულიძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ბათუმში, რომლის ფართობი 110 კვ.მ-ს შეადგენს. ეკა ხერხეულიძე არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. საბანკო ანგარიშებზე ფული საერთოდ არ აქვს. დეკლარაციის შევსების დროს, მას არ ჰქონდა ხელთ ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. იგი ასევე არ მონაწილეობს არანაირ კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალს არ ღებულობს. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ საქართველოს პარლამენტის წევრის პოსტზე 58934.5 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში მითითებულია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ეკა ხერხეულიძეს "თი-ბი-სი" ბანკიდან სესხად 163200 დოლარი გამოუტანია. თუ რა დანიშნულებისთვის უნდოდა, ეს ფული ქალბატონ ეკას, ეს მითითებული არ არის დეკლარაციაში. იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში დაწერეთ, თუ რომელი საჯარო პირის ფინანსური მდგომარეობა გაინტერესებთ. უახლოეს მომავალში აუცილებლად დავაკმაყოფლებ თქვენს ინტერესს. 1491 16-ს მოსწონს
|