საქართველო რა ქონებას ფლობს ჩიორა თაქთაქიშვილის ოჯახი 2012, 14 დეკემბერი, 19:38 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა 2012 წლის 27 მაისს შეავსო. ჩიორა თაქთაქიშვილი დაიბადა 1981 წლის 28 თებერვალს ქუთაისში. ჰყავს მეუღლე - ილია ნიკოლაიშვილი, დაბადებული 1975 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში. შვილები მათ არ ჰყავთ. ახლა რაც შეეხება მათ ქონებას. ილია ნიკოლაიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, რომლის ფართობი 86.0 კვ.მ-ს შეადგენს. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ფართობი 36 კვ.მ-ია. ჩიორა თაქთაქიშვილის არ გააჩნია რაიმე ფასიანი ქაღალდები. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, ჩიორა თაქთაქიშვილს, "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2452 ლარი, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2939 ლარი ერიცხებოდა. ილია ნიკოლაიშვილს "რესპუბლიკა" ბანკის მეგობარ ანაბარზე 2864 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 620 ლარი. ილია ნიკოლაიშვილი ამით არ შემოიფარგლა და "ბაზის ბანკშიც" გახსნა ანგარიში, სადაც მას მიმდინარე ანგარიშზე 2312 ლარი ერიცხებოდა. ილია ნიკოლაიშვილს "რესპუბლიკა" ბანკის ვადიან ანაბარზე 24112 დოლარი ჰქონდა. დეკლარაციის შევსების დროს, ილია ნიკოლაიშვილს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული, 1600 დოლარის და 1500 ევროს ოდენობით. ჩიორა თაქთაქიშვილი არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, ჩიორა თაქთაქიშვილის ანაზღაურებამ, საქართველოს პარლამენტის წევრის პოსტზე 55934 ლარი შეადგინა. ილია ნიკოლაიშვილი მუშაობს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ში მთარგმნელად, სადაც მან ერთი წლის განმავლობაში 17152 ლარი აიღო. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ქალბატონ ჩიორას ბინა აქვს დაქირავებული თამარ მეფის გამზირზე. 2482 15-ს მოსწონს 2-ს არა
|