x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს ლევან გაჩეჩილაძის ოჯახი

image ლევან გაჩეჩილაძემ, თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა 2008 წლის 29 აპრილს შეავსო. ლევან გაჩეჩილაძე დაიბადა 1964 წლის 20 ივლისს თბილისში. მისი მეუღლე, ნინო მიქელაძე დაიბადა 1964 წლის 18 აგვისტოს. მათ ჰყავთ სამი შვილი: რატი, გიორგი და კონსტანტინე.

დეკლარაციის მიხედვით, ნინო მიქელაძის საკუთრებაშია, მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელიც 49141 ლარად არის შეფასებული. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, რომელიც 24570 ლარად არის შეფასებული. ეს ნაკვეთიც საგურამოში მდებარეობს. ნინო მიქელაძე ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთთან ერთად თბილისში, რომელიც 1600000 ლარად არის შეფასებული. ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაშია ავტომანქანა, რომელიც 70000 ლარად არის შეფასებული. ნინო მიქელაძესაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი - შეფასებული 35000 ლარად. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, ლევან გაჩეჩილაძეს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 23467 ლარი ერიცხებოდა. ბანკ "რესპუბლიკაში" კი 5094 დოლარი ჰქონდა. ლევან გაჩეჩილაძეს, დეკლარაციის შევსების დროს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5000 დოლარის ოდენობით. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძემ სხვადასხვა ფიზიკურ პირს, საერთო ჯამში 85000 დოლარი ასესხა. ლევან გაჩეჩილაძე არის "ივერია იმპორტის" პარტნიორი, რომლის იურიდიული მისამართი ნიუ-იორკშია რეგისტრირებული.



image ჩემი აზრით, ლევან გაჩეჩილაძე არის ღირსეული პიროვნება. მიუხედავად პოლიტიკაში დაშვებული მრავალი შეცდომისა, იგი მაინც გულწრფელად იმსახურებს ხალხის სიმპათიებს. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ლევანს ცხოვრებაში.

0
1923
6-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1923
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0