საზოგადოება რა ქონებას ფლობს ლევან გაჩეჩილაძის ოჯახი 2012, 13 დეკემბერი, 18:49
დეკლარაციის მიხედვით, ნინო მიქელაძის საკუთრებაშია, მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელიც 49141 ლარად არის შეფასებული. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, რომელიც 24570 ლარად არის შეფასებული. ეს ნაკვეთიც საგურამოში მდებარეობს. ნინო მიქელაძე ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთთან ერთად თბილისში, რომელიც 1600000 ლარად არის შეფასებული. ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაშია ავტომანქანა, რომელიც 70000 ლარად არის შეფასებული. ნინო მიქელაძესაც ჰყავს საკუთარი ავტომობილი - შეფასებული 35000 ლარად. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, ლევან გაჩეჩილაძეს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 23467 ლარი ერიცხებოდა. ბანკ "რესპუბლიკაში" კი 5094 დოლარი ჰქონდა. ლევან გაჩეჩილაძეს, დეკლარაციის შევსების დროს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5000 დოლარის ოდენობით. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ლევან გაჩეჩილაძემ სხვადასხვა ფიზიკურ პირს, საერთო ჯამში 85000 დოლარი ასესხა. ლევან გაჩეჩილაძე არის "ივერია იმპორტის" პარტნიორი, რომლის იურიდიული მისამართი ნიუ-იორკშია რეგისტრირებული.
1927 6-ს მოსწონს
|