საქართველო რა ანაზღაურება ჰქონდა ხათუნა კალმახელიძეს 2012, 12 დეკემბერი, 15:53 ხათუნა კალმახელიძემ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდულ დახმარების საკითხთა მინისტრმა 2012 წლის 3 თებერვალს შეავსო. ხათუნა კალმახელიძე დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს თბილისში. იგი არ არის გათხოვილი. მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომლის ფართობი ასი კვადრატული მეტრია. ასევე მის საკუთრებაშია ავტოფარეხი, რომლის ფართობი 15 კვადრატული მეტრია. ხათუნა კალმახელიძეს ჰყავს ავტომანქანა ჰიუნდაი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია rolex-ის საათის შესახებ. იგი არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას ბანკ "რესპუბლიკაში" მიმდინარე ანგარიშზე 2200 ლარი ერიცხებოდა. "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი 1800 ლარი. ხათუნა კალმახელიძე არ მონაწილეობს რაიმე კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალი არ აქვს. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში მისი ანაზღაურება მინისტრის პოსტზე 97355 ლარი იყო. დეკლარაციაში ასევე მითითებულია სესხის შესახებ, რომელიც ქალბატონმა ხათუნამ 85000 ლარის ოდენობით გამოიტანა "ლიბერთი ბანკიდან". 8942 13-ს მოსწონს 2-ს არა
|