საქართველო ბევრი რამ ნოდარ ხადურის შესახებ 2012, 11 დეკემბერი, 21:51 ნოდარ ხადურმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველს პარლამენტის წევრმა 2012 წლის 9 ნოემბერს შეავსო. ამჟამად იგი გახლავთ საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადური დაიბადა 1970 წლის 29 აგვისტოს. ჰყავს მეუღლე - ნინო ცირეკიძე, რომელიც დაიბადა 1979 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში. მათ ჰყავთ ორი შვილი: მარიამი და ნიკოლოზი. ნოდარ ხადურის მფლობელობაშია ბინა თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში, რომლის ფართობი 110 კვ.მ-ს შეადგენს. მისი მამის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი გორში. ნოდარ ხადურს ჰყავს ავტომანქანა - Nissan Tiida. ის და მისი ოჯახის წევრები, არ ფლობენ რაიმე ფასიან ქაღალდებს და არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში. ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. ერთი შეხედვით ის, მეტად მწყრალად გამოიყურება. დეკლარაციის შევსების დროს, "საქართველოს ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 3500 ლარი ერიცხებოდა. ბანკ "რესპუბლიკაში" კი 1800 ლარი. დეკლარაციაში ასევე მითითებულია ნაღდი ფულის შესახებ, რომელიც ბატონ ნოდარს 20000 ლარის ოდენობით გააჩნდა. ნოდარ ხადური მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი გახლდათ სრული პროფესორი. მან ამ საქმიანობისთვის, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 42000 ლარი გამოიმუშავა. პარალელურად იგი მუშაობდა ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრში, სადაც მან 10000 ლარი აიღო. ხალხს ძალიან მოსწონს ეს ადამიანი. იმედი მაქვს, მასზე დაკისრებულ ამოცანას თავს წარმატებულად გაართმევს და იმედს არ გაუცრუებს ქართველ საზოგადოებას. წარმატებები ბატონ ნოდარს. 582 13-ს მოსწონს
|