საქართველო გოგა ხაჩიძეს ქონება 2012, 11 დეკემბერი, 18:58 გოგა ხაჩიძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა 2012 წლის 15 მაისს შეავსო. გოგა ხაჩიძე დაიბადა 1974 წელს თბილისში. როგორც ჩანს, მეუღლეს გაცილებულია, რადგან იგი ამ დეკლარაციაში ნახსენები საერთოდ არ არის. ჰყავს სამი შვილი: მევლუდი, დაჩი და ლუკა. გოგა ხაჩიძეს საკუთრებაშია ბინა ნავთლუღის ქუჩაზე, რომლის ფართობი 75 კვ.მ-ს შეადგენს. მის მფლობელობაში არ არის, რაიმე ფასიანი ქაღალდები. ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 0.7 დოლარი ერიცხებოდა. "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 1595.5 ლარი. "საქართველოს" ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 305 ლარი. დეკლარაციაში მითითებულია აგრეთვე ნაღდი ფულის შესახებ, რომელიც დეკლარანტს 3400 ლარის ოდენობით გააჩნდა. ის არ ფლობს, რაიმე წილს კომერციულ საქმიანობაში. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისი ანაზღაურება, საქართველოს გარემოს გაცვის მინისტრის პოსტზე 80820 ლარი იყო. დეკლარაციაში ასევე მითითებულია სესხის შესახებ, რომელიც მან "საქართველოს ბანკიდან" 8000 დოლარის ოდენობით გამოიტანა. 818 8-ს მოსწონს
|