x
image
nukrichanturia
კაცი გამოძახებით

image
ერთ დღეს რუსთაველზე მივსეირნებდი, ლამაზი გოგონების მზერის დაჭერა მსიამოვნებდა. კარგი ამინდი იყო და თითქმის თავისუფლების მოედნამდე ჩავედი ფეხით. უცებ ჩემკენ ორი გოგონა გამოემართა. ვიფიქრე, მოვეწონე და უნდათ, გამოლაპარაკებისათვის რაიმე მიზეზი იპოვონ მეთქი. როცა მომიახლოვდნენ, ერთ-ერთმა ოთხკუთხედი, პრიალა ქაღალდი დამომიწოდა და გზა გააგრძელეს. მივხვდი, რომ ჩემი მოწონება არაფერ შუაში იყო, ეს მხოლოდ სარეკლამო ფურცელი იყო და "გამიტყდა", თუმცა წარწერას რომ დავხედე, ფერი დავკარგე. "კაცი გამოძახებით" ეწერა ქაღალდზე და ფურცლიდან ვიღაც მომხიბვლელი მამაკაციც მიღიმოდა. ძალიან გავბრაზდი, უკან მივიხედე, თვალით ის გოგონები მოვძებნე და გამოვეკიდე. - თქვენ მგონი მხედველობა გაკლიათ, რა შემატყვეთ პიდარასტობის - მეთქი, აღშფოთებული ვყვიროდი. გოგონები ჯერ დაიბნენ, შემდეგ ორივემ გამიღიმა. - ეს კინოთეატრის რეკლამაა, "კაცი გამოძახებით" კი ფილმის სათაურიო, გადაიკისკისეს და წავიდნენ. რამდენიმე წუთი რეკლამის ფურცლით ხელში გაწბილებული ვიდექი, შემდეგ ქაღალდი ნაკუწებად ვაქციე და გამწარებული სახლში წავედი. ვბრაზობდი ჩემს თავზეც, იმ გოგონებზეც და კინოთეატრზეც. როცა ეს ამბავი ჩემს მეგობარს მოვუყევი, დამამშვიდა, მაგაზე არ იდარდო, მე ქუჩაში იმპოტენციის მკურნალის მისამართი მომცესო. კიდევ კარგი იმ გოგონებს ვერ დავეწიე, თორემ დავუმტკიცებდი, მჭირდებოდა თუ არა მკურნალობა, შენ კი "პერედაჩები" ციხეში უნდა გეტარებინაო.

0
564
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0