x
image
nukrichanturia
"როგორ ამწაპნა დაქალმა ხირხალა"

image ქეთო ყარაულაშვილის დღეში ვარ. 38 წელი შემისრულდა, მაგრამ არც გათხოვილი ვყოფილვარ და არც საყვარელი მყოლია. როგორც იქნა, ვიღაც კაცთან გადავწყვიტე ურთიერთობის დაჭერა. ვიფიქრე, ერთ ბავშვს მაინც გავაჩენ და მერე ყველა კაცი ჯანდაბაში წასულა მეთქი. ის მამაკაცი სახლში დავპატიჟე, ვახშამიც მოვამზადე და გულის ფანცქალით დაველოდე საყვარლობის კანდიდატს. კარზე ზარი რომ დაირეკა, ფერი დავკარგე, ხელის კანკალით გავაღე და რას ვხედავ, ჩემი დაქალი არ დგას? ის უპატრონო ასე გამოპრანჭული ცხოვრებაში არ მინახავს. კაცს კი არა, ქალს მოსტაცებდა თვალს. როგორ მეთქვა, წადი კაცს ველოდები მეთქი, იმან ხომ იცოდა, რომ პატიოსანი ქალი ვიყავი. რამდენიმე წუთში საღამოს მთავარი გმირი მოვიდა. როგორ განვითარდა მოვლენები, ამის გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა ფინალში ყველაფერი ისე იყო, როგორც ქართულ ფილმში, იმ განსხვავებით, რომ "ხირხალას" მოტანილი გოგრა, ანუ შამპანური უკან არ წაუღია, ჩემს დაქალს უცხოეთში წაყვანას კი ნამდვილად დაჰპირდა და ჩემი სახლიდანაც ხელგაყრილები გავიდნენ.

4
268
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
268
  
2012, 5 დეკემბერი, 18:44
კარგი მიგნება გაქვს(სტატიების სტილს ვგულისხმობ)
2012, 5 დეკემბერი, 18:40
:DDDDD
2012, 5 დეკემბერი, 18:21
დებილი ქალები ნერვებს მიშლიან
2012, 5 დეკემბერი, 18:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4