საზოგადოება მრავალშვილიანობით შეწუხებული მამა 2012, 3 დეკემბერი, 23:47 რა გავაკეთო, არ ვიცი, ჩემმა ცოლმა ტყუპი ბიჭი მოყვანიდან 9 თვის თავზე გააჩინა, ლამის გავგიჟდი, ქირით ვცხოვრობდით და "ხაზეიკასთან" სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. ძლივს შევაბი, რომ ქუჩაში არ გავეყარეთ. მესამე ბავშვის გაჩენას არ ვაპირებდით, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ცოლი ფეხმძიმედ დარჩა და მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ნაყოფის მოცილება შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ახლა შვიდი თვისაა, მაგრამ უკვე იმხელა მუცელი აქვს, ეჭვი აღარ მეპარება, კიდევ ტყუპი შეგვეძინება, ექოსკოპიის გაკეთების უფლებას არ ვაძლევ, ჩემი ეჭვი რომ დადასტურდეს, ნაქირავები ბინის მეოთხე სართულიდან თავით უნდა გადმოვეშვა. რამდენიმე ნაცნობს შევჩივლე, დამამშვიდეს, ასეთი რამ 100 წელიწადში ერთხელ ხდება და რაღა მაინცდამაინც შენ დაგემართაო, მაგრამ ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ნამდვილად ასე მოხდება. შეიძლება კიდევ ტყუპი მეყოლოს და "ხაზეიკას" ვერ გადავურჩები, ჩემი სიდედრი კი ნამდვილად დამახრჩობს. ისეც, სულ იმას ჩამჩიჩინებს, ბავშვების კეთების მეტი არაფერი იციო, მგონი ამჯერად მართალია... თუ ორ თვეში ოთხი შვილის მამა გავხდი, ვინმე დამეხმარება? 455 10-ს მოსწონს 2-ს არა
|