x
image
nukrichanturia
ჩემი შეყვარებული მოღალატე აღმოჩნდა

image სტუდენტი ვარ. ერთ გოგოს ვხვდებოდი. ძალიან მომწონდა, თითქმის მიყვარდა კიდეც. ისიც მაგრძნობინებდა, რომ მოვწონდი, მაგრამ ხანდახან თავს იფასებდა და პაემანზე არ მოდიოდა. მე ტყავიდან ვძვრებოდი, რომ თავი მომეწონებინა, უფრო სწორად შემეყვარებინა: საჩუქრებით ვავსებდი, სახლის კართან ყვავილებს ვუტოვებდი, სიურპრიზებს ვუწყობდი. ამას წინათ ძალიან კარგი მობილურიც ვუყიდე. ისიც ყველაფერს იფერებდა.

ორი თვის წინ 20 წლის გავხდი და ბიძაჩემმა უძვირაფესი ტელეფონი მაჩუქა. სიხარულით ჭკუაზე აღარ ვიყავი. ცხადია, მეორე დღესვე ვაჩვენე ლიზის. ისე მოეწონა, თვალები ზედ დარჩა. მეც ზუსტად ეგეთზე ვოცნებობო, მითხრა. მეორე დღეს გამომიცხადა, შენი ნაჩუქარი მობილური დავკარგეო. მერე ისევ ჩემს ტელეფონს შეხედა და ამოიკვნესა - მეც ასეთი მინდაო. მოკლედ, იმდენი "მეჩალიჩა", ვაჩუქე. მართალია, ვიცოდი, რომ ბიძაჩემს ეწყინებოდა, მაგრამ ლიზის წყენას, მისი წყენა ვარჩიე. თან მოვუბოდიშე კიდეც, ზურგის მხრიდან ცოტა გაიკაწრა მეთქი. ორიოდე კვირის შემდეგ კი ჩემი მობილური, ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭის ხელში დავინახე. ჯერ ვიფიქრე, ალბათ ჩემნაირი ტელეფონი აქვს მეთქი, მაგრამ მერე დავეჭვდი, ვუთხარი ვითომ დასარეკი მაქვს მეთქი და უკანა მხრიდან დავხედე - აშკარად ჩემი იყო, ნაკაწრიც ზედ ჰქონდა. ვითომ სხვათა შორის ვკითხე, მაგარი ტელეფონია, სად იშოვე მეთქი. გაიცინა და მიპასუხა. ერთ "ნაშას" ვევასები და იმან მომცაო.

იმ დღის შემდეგ ლიზისთვის აღარ დამირეკავს. არაფრის თქმას არ ვაპირებდი, სანამ თვითონ არ დამირეკა. მითხრა, რომ მეორედაც დაკარგა მობილური. მე ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი მივახალე. მან კი, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავედ ეგრძნო თავი "ჟმოტი" მეძახა. მეც აღარ დავაკელი და მაგარი ჩხუბი მოგვივიდა. ახლა მისი დანახვაც აღარ მინდა. საქმე ძვირფას ტელეფონში არაა, უბრალოდ, ვერ ვიტან აფერისტობას. თუმცა ეს აფერისტობა კი არა, ჩემი აზრით, ამორალობაა. ასეთი ადამიანისგან ყველაფერს უნდა მოელოდე.

6
311
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
311
  
2012, 4 დეკემბერი, 9:59
სუსტი ისტორიაა ეგეთები ადრე გაზეთი იყო რარაც ასაკიანი ქალები რო კითხულობდნენ იქ იწერებოდა:D
2012, 4 დეკემბერი, 0:45
საიდან იგონებ ესეთ რაღაცეებს? :D
2012, 3 დეკემბერი, 21:27
გამოიყენა რაა. ვიგოდნიკი პონტავშიკი გოგო , რამდენია ამდენი გოგო საქართველოში რო იცოდეეთ ))
2012, 3 დეკემბერი, 21:22
მიუთითე ხოლმე რომ ეს ისტორიები შენ არ გემართება თორე ხალხს გული გვეწვება საცოდაობით:)))))))))
2012, 3 დეკემბერი, 20:46
ეს თუ სიმართლეა, თუმცა არ მიკვირს )
2012, 3 დეკემბერი, 20:41
შენზეა ნათქვამი რა,ლამაზი ფეხების გულისთვის თავი არ დავკარგოთო
0 1 6