საზოგადოება ერთი საყვარელი - სასარგებლოა, ორი და მეტი - საზიანო 2012, 1 დეკემბერი, 14:04 საქვეყნოდ ცნობილია, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი მეუღლის ერთგულებით არ გამოირჩევა და ხშირად ჰყავს საყვარელი ან შემთხვევით გაცნობილ ქალებთან გაძრომა-გამოძრომას ახერხებს. ხშირად მამაკაცები ერთმანეთთან საუბრისას ცოლისა და საყვარლის ყოლით თავსაც იწონებენ, რადგან ორი ქალის ახირებების დაკმაყოფილება არა მარტო სოლიდურ ჯიბეს, არამედ ჭარბ მამაკაცურ ღირსებებსაც მოითხოვს. არადა, საქმე ისე სულაც არ ყოფილა, როგორც მამაკაცებს ჰგონიათ და ბევრი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს. ჩეხმა ექიმებმა თავიანთ პაციენტებს შორის საგანგებო გამოკითხვაც ჩაატარეს და საინტერესო წვრილმანი გაირკვა: მამაკაცების უმრავლესობას, რომლებსაც ინფარქტი ჰქონდათ გადატანილი, ცოლების გარდა რამდენიმე საყვარელი ჰყავდა. ამ დაავადების მქონე პაციენტების მხოლოდ მესამედს არ უღალატია არასდროს ცოლისთვის, დარჩენილმა 10-მა პროცენტმა კი მართალია, ღალატის ფაქტი აღიარა, მაგრამ ერთადერთ ქალთან, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. "რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, რომ ერთი მუდმივი პარტნიორი - ცოლი იქნება ეს თუ მეგობარი გოგონა, მამაკაცის გულის კუნთს ამაგრებს, ხოლო როცა სხვა ქალებით გატაცება სპორტულ ინტერესში გადაიზრდება, გული უბრალოდ ვერ იტანს ასეთ დატვირთვას და მწყობრიდან გამოდის", - ერთგვარი იუმორით დაასკვნეს ჩეხმა ექიმებმა. საინტერესოა, რომ ინფარქტგადატანილ ქალთა შორის ღალატის აღიარებას ექიმებმა ვერ მიაღწიეს. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ამგვარი "გმირობებით" არ ამაყობენ ხოლმე. მოკლედ, მამაკაცებო, ერთგულება არა მარტო თქვენს სინდისსა და ნამუსზე ახდენს დადებით გავლენას, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც. სიხარბეს და ყველა მოწონებული ქალის კუდში დევნას კი თურმე ცუდის მეტი მართლაც არაფერი მოაქვს. 121 6-ს მოსწონს 1-ს არა
|