x
image
nukrichanturia
დამიბრუნდა, რათა სამუდამოდ მივეტოვებინე

image ჩემმა ქმარმა ორი წლის წინათ პოლიციაში დაიწყო მუშაობა. გამიხარდა, მთელ დღეს სახლში აღარ იჯდება და ხელფასითაც შეეშველება ოჯახს-მეთქი. მაგრამ ძალიან მალე შევატყვე ცვლილება ხასიათში: გაუხეშდა, გატლანქდა, განსაკუთრებით კი ჩემს მიმართ გახდა აგრესიული - სულ მიყვიროდა, ყველაფერზე შარს მდებდა. რამდენჯერმე ხელითაც შემეხო. ერთხელაც, როცა სულ ტყუილად ამიხირდა და ცემით ხელიც კი მომტეხა, ძალა მოვიკრიბე, სახლიდანაც გავაგდე და საჩივარიც შევიტანე პოლიციაში. როგორც ჩანს, ჩემი საჩივარი გაითვალისწინეს და ის სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მისი მოხსნის შემდეგ, ის საჩივარი უკან წამოვიღე. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ციხეში ჩაესვათ. თავის მშობლებთან დაბინავდა და სულ მთლად უსაქმოდ დარჩა, სმასა და დროსტარებას მიჰყო ხელი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მაინც გვიყვარდა ერთმანეთი და თითქოს ორივე ცალ-ცალკე ვეძებდით შერიგების საბაბს. მე საკუთარ თავზე უფრო ვბრაზობდი, ვიდრე ქმარზე, რომ თავს ვერ ვერეოდი, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩვენ ერთად ყოფნა არ გვეწერა. მან ჩუმ ჩუმად დაიწყო დაიწყო ჩემთან სიარული და მეც ყველაფერი ვაპატიე, მაგრამ ოფიციალურად შერიგებისგან თავს იკავებდა, რადგან ამის უფლებას თავმოყვარეობა არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ შვილიც სთხოვდა დაბრუნებას.

პოლიციიდან დათხოვის შემდეგ მისი აგრესიულობა ისევ ჩაცხრა და იმედი მომეცა, რომ ისევ ერთად ვიცხოვრებდით მშვიდად და წყნარად, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ერთ საღამოს ძმაკაცებთან ერთად იქეიფა, უაზროდ მთვრალი მიუჯდა საჭეს, ჩემთან წამოვიდა და ზედ ჩემი სახლის ამოსახვევთან შეასკდა ბოძს. 8 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

როდესაც მისმა მშობლებმა გაიგეს, რომ იმ ღამეს ჩემთან მოდიოდა, ყველაფერი მე დაბაბრალეს და შემიძულეს. მე კი ჩემი დარდიც მყოფნის. ნუთუ ჩემი ქმარი იმიტომ დამიბრუნდა, რომ მერე სამუდამოდ მივეტოვებინე?!

5
3213
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
3213
  
2013, 15 მარტი, 13:25
ვაიმე რა ტრაგედიაა...ეს რა მომხდარა....
2012, 6 დეკემბერი, 22:34
ხო და აი მაგიტომაც მოიგონე :დ გადი რა სპეკულიანტ........
2012, 6 დეკემბერი, 17:45
ჩემთვის მთავარია ნახვები აქვს:D
2012, 6 დეკემბერი, 14:22
აუ მეცინება ტო D, რამდენი მოგონილი ისტორია გიწერია აქ ერთI დაგვენახე ვინ ხარ )
2012, 29 ნოემბერი, 22:36
სამწუხაროა:((
0 1 5