საზოგადოება რა არ ჰყოფნის მამაკაცს ბედნიერებისთვის 2012, 27 ნოემბერი, 23:45 ჯერ კიდევ ჩეხოვი წერდა:" მამაკაცს ცოლი ოჯახში წესრიგის დასამყარებლად მოჰყავს, საყვარელს კი იმიტომ იჩენს, რომ საზოგადოებაში ასეა მიღებული". როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ფაქტიურად არაფერი შეცვლილა. უფრო მეტიც, საყვარელი კეთილდღეობისა და ფუფუნების განუყრელ არიბუტად იქცა, როგორც ძვირფასი მანქანა, ევრორემონტი ბინაში და სახელგანთქმული დიზაინერის კოსტიუმი. თუმცა ცოლიც აუცილებელია, რათა კომფორტი "შედგეს". ოჯახი ბევრი მამაკაცისთვის ციხესიმაგრეა, მყუდრო თავშესაფარი, რომელსაც არანაირ საყვარელზე არ გაცვლის. მაგრამ არის მამაკაცთა მეორე კატეგორიაც, მარად უკმაყოფილონი, რომლებიც გამუდმებით ახალი გასართობის ძიებაში არიან და ცოლს სასურველ ქალად ვერ აღიქვამენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი საკუთრებაა. შეიძლება საყვარელი იმიტომაც მოსწონთ, რომ ასეთი კავშირი არანაირ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს და შეუძლიათ ნებისიერ მომენტში დაასრულონ ურთიერთობა. თუმცა ხშირად შედეგი გაუთვალისწინებელი აღმოჩნდება ხოლმე და პრობლემებიც მაშინ იწყება. მაინც, რა არ ჰყოფნის მამაკაცს ბედნიერებისთვის? ეს არავინ იცის; თვითონ მამაკაცმაც კი. 145 9-ს მოსწონს 1-ს არა
|