საზოგადოება იძულებითი განქორწინება სიზმრის გამო 2012, 20 ნოემბერი, 23:34 ინდოეთის პატარა ქალაქში მცხოვრებ მამაკაცს ტკბილი ძილი ძვირად დაუჯდა. ერთ საღამოს, მას ცოლთან განქორწინება დაესიზმრა. ერთი შეხედვით არც არაფერია, უცნაური სიზმრები ვის არ დასიზმრებია, თუმცა რელიგიური ლიდერები სულ სხვაგვარად ფიქრობენ: მათ ინდოელი აიძულეს, ცოლს რეალურად დაშორებოდა. ყველაფერი ასე დაიწყო: აფტაბ ანზარი ძილ-ბურანში იყო, როდესაც სიტყვა "ტალაქ", რაც "განქორწინებას ნიშნავს, სამჯერ წარმოთქვა. მუსულმანური კანონების მიხედვით, საკმარისია ქმარმა სამჯერ წარმოთქვას "მე შენ გშორდები", რომ ქორწინება გაუქმებულად ითვლება შუაღამისას წარმოთქმული ფრაზით შეშფოთებულმა ანზარის მეუღლემ მეორე დილით თავისი დარდი მეგობრებს გაუმხილა, რომლებმაც არ დააყოვნეს და ყველაფერი ქალაქის უხუცესებს უამბეს. განაჩენის გამოსატანად უხუცესებს ერთი წუთი დასჭირდათ. 2243 13-ს მოსწონს 1-ს არა
|