x
image
nukrichanturia
საყვარელი მამაკაცი საკუთარმა დამ წამართვა, საბოლოოდ მეც გავუბედურდი და ისიც
image როცა მამაკაცის გამო ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი მწიფდება, შესაძლებელია დედმამიშვილებმაც კი დაკარგონ ერთმანეთის მიმართ სამართლიანობის გრძნობა და საბედისწერო ნაბიჯები გადადგან. ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა ლელამ და მისმა დამ "საერთო" შეყვარებულის დასაუფლებლად ბევრი დაუშვებელი მეთოდი გამოიყენეს, თუმცა ამ სასიყვარულო სამკუთხედიადან არც ერთი წევრი ბედნიერი არ ყოფილა.

- ჩემსა და ჩემს დას, ნანას შორის სხვაობა ერთი წელია, ამიტომ ტყუპებივით ვიზრდებოდით. იგი ჩემზე უმცროსი იყო. ერთი ძმა გვყავს, მიშიკო. დედა გოგონებს ბავშვობიდან გვინერგავდა, რომ ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავდა. მიშიკო ოთხი წლით უფროსი იყო ჩვენზე, ამიტომ მასთან მეგობრობას ვერ ვახერხებდით. მამა არ გვყოლია. ჩვენი მშობლები მაშინ გაიყარნენ, როცა ჯერ კიდევ პატარები ვიყავით.

მე და ნანას პედაგოგიურ ინსტიტუტში გვინდოდა ჩაბარება. გაგვიმართლა და ორივე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხეთ. ჩვენ გვინდოდა სტუდქალაქში გვეცხოვრა, მაგრამ მიშიკო წავიდა წინააღმდეგი და ბინა ინსტიტუტთან ახლოს გვიქირავეს. ჩვენს დიასახლისს რამდენიმე ოთახი ჰქონდა სტუდენტებზე გაქირავებული. გოგონებიც ვცხოვრობდით და ბიჭებიც. ეს ძალიან მომწონდა. ვიცოდი, მხიარული და საინტერესო ცხოვრება გვექნებოდა. ნელ- ნელა გავიცანით მეზობლები. ლექციების შემდეგ უფრო ხშირად ჩვენს ოთახში ვიკრიბებოდით. ამ სახლის პირველ სართულზე ერთი მესამეკურსელი ცხოვრობდა, ზურა მეტრეველი. ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი იყო, ამიტომ ყველას მოსწონდა, მათ შორის მეც. მალე მასთან ყოფნა მოთხოვნილებად მექცა. ისიც უფრო ხშირად ამოდიოდა ჩვენთან და შუაღამემდე რჩებოდა.

-გინდათ თქვათ, რომ შეგიყვარდათ?


- მე იგი უკვე მიყვარდა. ისიც შეყვარებული იყო ჩემზე, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. ხშირად დავდიოდით კინოში, ხან მარტონი, ხან მეგობრებთან და ჩემს დასთან ერთად. ნანას რომ ვეკითხებოდი, როგორ მოგწონს ჩემი რჩეული მეთქი, მეუბნებოდა არა უშავსო. მისი ნათქვამი გულს მტკენდა, მაგრამ არაფერს ვამბობდი.

ჩემი საქმრო უკვე მეოთხე კურსზე იყო. იმ წელს ამთავრებდა ინსტიტუტს, ლამაზ ფერებში წარმომედგინა ჩვენი მომავალი. ინსტიტუტიდან ხანდახან ნანა და ზურა ერთად მოდიოდნენ და პირდაპირ ჩემთან შემოდიოდნენ. მიხაროდა, ჩემი და და შეყვარებული რომ კარგად უგებდნენ ერთმანეთს.

-თქვენს მიმართ ზურას დამოკიდებულება ხომ არ შეცვლილა?

- არა, თუმცა შეიძლება მე ვერ ვამჩნევდი. ასე გავიდა რამდენიმე თვე. ერთხელ დედამ დამირეკა, ჩამოსვლას ვერ ვახერხებ და იქნებ თქვენ ჩამოხვიდეთო. ნანა რომ გაიგო, იუარა, ძალიან მეზარება, თუ გინდა შენ წადიო. დედას ხათრი ვერ გავუტეხე და წამოვედი. რამდენიმე დღეს დავრჩი. ერთ საღამოს მე და დედაჩემი ვისხედით და ვსაუბრობდით. ტელეფონმა დარეკა. ყურმილი დედამ აიღო. მე ყურს ვუგდებდი მის ლაპარაკს. დედას ერთი აღმოხდა, რას ამბობო და ყურმილი ხელიდან გაუვარდა. რა მოხდა მეთქი - ვკითხე. დედა გაოგნებული იყო.

- და რა მოხდა?

-რა და, ნანა გათხოვდა, თანაც იცით, ვისზე? ჩემს შეყვარებულს ზურას გაჰყვა ცოლად. ეს იყო დიდი ტკივილიც, სირცხვილიც და არ ვიცი კიდევ რა, უბრალოდ გაბრუებული ვიყავი.

ამის შემდეგ დასთან კონტაქტი არ მქონია, მხოლოდ ის ვიცი, რომ მასგან შვილი გააჩინა და მალევე გაშორდა. მე კი ამ ამბის შემდეგ საბოლოოდ ამიცრუვდა გული სიყვარულზე.

1
448
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
448
  
2012, 20 ნოემბერი, 22:46
ოხ რას გვიშვება ეს მსიყვარული.
0 1 1