x
image
nukrichanturia
სასაფლაოზე ახსნილი სიყვარული და უხამსი წინადადება, ანუ კაცები ჯობია თუ წიგნები?
image რამდენად ახერხებენ წიგნებთან დამეგობრებული ქალები მამაკაცებთან ურთიერთობას და როგორი განწყობა ეუფლება ადამიანს, როცა შეყვარებული კუკიის სასაფლაოზე პოეზიის საღამოს უწყობს? ჩვენი დღევანდელი სტუმარი 35 წლის ქალია.

- 35 წლის ასაკში თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გათხოვება და განსაკუთრებით წარმატებულად გათხოვება ბედის ამბავია. ნურც იმას იტყვის ვინმე, რომ მცდელობაა საჭირო, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, საქმე თუ თავისით არ მოვიდა, ძალით ვერ მოიყვანო. თითქოს ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ბევრისთვის ეს შეიძლება სასაცილოც იყოს, თუმცა არა ჩემთვის, რომელმაც საკუთარ თავზე გამოვცადე და ხშირად ამ ყველაფერზე მეტირებოდა კიდეც.

ჩემს კლასში მარტო მე ვსწავლობდი. მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ამოცანებს ვიყვანდი, შესვენებაზე ჩემს ნამუშევარს კლასელები იწერდნენ და მასწავლებელი ყველას ერთად გვაქებდა. როცა თავის გამოჩენის საშუალება მქონდა, ანუ ზეპირად უნდა მომეყოლა გაკვეთილი, ენა მებმებოდა და რამდენიმე წინადადებას ერთმანეთს ვერ ვაბამდი. ამის მიზეზი ალბათ მქონდა კიდეც... ბოლო მერხზე ერთი თავაშვებული ბიჭი იჯდა, სკოლაში რამე თუ დაშავდებოდა, ყველაფრის ინიციატორი სწორედ ის იყო, თუმცა მე მაინც თავდავიწყებით მიყვარდა. დამცინოდა, ამდენს მეცადინეობ და გაკვეთილის მოყოლა მაინც ვერ ისწავლეო. როცა პირს დავაღებდი, სულ მისი სიტყვები მახსენდებოდა და უარესად ვიბნეოდი. გამიმართლა, რომ ის ბიჭი სხვაგან გადაიყვანეს.

- თუ გიყვარდათ, გული რატომ დაგწყდათ?


- ადამიანი საინტერესო ქმნილებაა, კი მტანჯავდა, მაგრამ მაინც მიყვარდა, თუმცა ჩვენი სკოლიდან რომ გადავიდა შვებით ამოვისუნთქე. ბოლოს და ბოლოს, ყოველ დილით სარკის წინ ორი საათი ტრიალი არ დამჭირდებოდა, რომ გაკვეთილებზე გაპრანჭული წავსულიყავი, ისე, ან რა აზრი ჰქონდა. რა აღარ ვცადე, მაგრამ მას სახიდან ირონიული ღიმილი მაინც არ მოშორებია. ერთხელ ისიც კი მითხრა, ყანჩასავით წვრილი, გრძელი ფეხები გაქვს, სიამოვნებით დაგიმტვრევდი, მათემატიკის მაგალითების გადაწერა რომ არ მჭირდებოდესო.

-რატომ იყო ასეთი აგრესიული?

- არ ვიცი, ვითომ გამეხუმრა, მეც გავიცინე, მაგრამ სახლში რომ მივედი, იმდენი ვიღრიალე, დედაჩემს წვეთებით ასულიერებდნენ, იფიქრა, ნამდვილად ვიღაცამ შეაცდინაო. პირველი წარუმატებელი სიყვარულის შემდეგ ჩავთვალე, რომ არავის შევუყვარდებოდი და ყურებამდე ჩავეფალი მეცადინეობაში. სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მისაღები კომისიის წევრებმა აღიარეს, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვიყავი. პირველიდან ბოლო კურსის ჩათვლით ლექტორები გამოცდებზე აღარც მეკითხებოდნენ, ისე მიწერდნენ უმაღლეს ნიშანს. ეს ცუდი არ იყო, უფრო მეტიც, თითქოს თავდაჯერებული გავხდი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, თუკი ის ავადმყოფი არ არის, ინტიმური ურთიერთობის სურვილი აქვს. მე მაინცდამაინც ლოგინს არ ვგულისხმობ. გინდა, თუნდაც ხელჩაკიდებულმა იარო ღამის ქალაქში ვინმესთან ერთად, წვიმასთან დამდგარ გუბეებში ფეხშიშველი გაირბინო.

-უნივერსიტეტი დაამთავრეთ და ვირტუალურ მამაკაცზე ფიქრით ირთობდით თავს?

- 21 წლისამ დავამთავრე სასწავლებელი, შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე, მოგვიანებით თემაც ავიღე დასამუშავებლად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ანუ 27 წლის ასაკში ყველაფერზე გული ამიცრუვდა და სახლიდან გახედვაც არ მინდოდა. მძიმე დეპრესია მქონდა. ეს დიაგნოზი ექიმმა დამისვა. ბოლო ვიზიტის დროს ექიმმა, როგორც იქნა დამამშვიდა - უკვე კარგად ხარ, დროებით წიგნებს მოეშვი და კაცებზე იფიქრეო. როგორ, ზოგადად მამაკაცებზე?- დაინტერესდა დედაჩემი. უმჯობესია, რომელიმე კონკრეტულ ადამიანზეო, - დაარიგა ნევროპათოლოგმა. მე ჩემი გაჭირვება მეყოფოდა, ახლა ოჯახმა შემიწუხა გული - დროა, პირად ცხოვრებაზეც იფიქროო. ერთ დღესაც სამარშუტო ტაქსიში ვიღაც წვერიანი მამაკაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი.

- ალბათ თქვენც არ მოგიშორებიათ მზერა?

- სამჯერ-ოთხჯერ მეც გავხედე, მაგრამ როცა ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა ისიც უკან გამომყვა, ყურის ბიბილოები ამეწვა, სახეზე ალბათ ჭარხლისფერი ვიყავი. თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ, ქუჩაში მარტო არ უნდა დადიოდეთო... ვიფიქრე, შეეძლო რამე უფრო ორიგინალურიც ეთქვა მეთქი, მაგრამ ჩემი ტელეფონის ნომერი მაინც მივეცი და მალევე დავშორდი. იმ საღამოსვე დამირეკა, დედაჩემი და მამაჩემი საძინებლიდან ყურს მიგდებდნენ, პაემანზე წასვლისას კი ისე გამომპრანჭეს, სარკეში საკუთარი თავი ვერ ვიცანი.

პაემანზე მივედი. ახლოს მივედი და რას ვხედავ, "ბრიტვა" უჭირავს ხელში და ფრჩხილებს იჭრის. რომ დამინახა, ქაღალდში შეფუთა, ჯიბეში ჩაიდო და ბარში დამპატიჟა. "ბრიტვაზე" კი მითხრა ჩემი მავნე ჩვევა არისო. ნამდვილი გიჟია მეთქი და სახლში აღშფოთებული დავბრუნდი, მაგრამ მშობლების მოთხოვნით მეორედაც შვხვდი, ბუნებრივია "ბრიტვის" თანხლებით. თუმცა ერთმა მოულოდნელმა გარემოებამ იჩინა თავი. სიხარულისგან ლამის გადაირია, როცა ვუთხარი ღამით სიარული მიყვარს მეთქი. თავისი ჭკით სიურპრიზი მომიმზადა, უკვე ბინდდებოდა, ტაქსი გააჩერა და თვალები ცხვირსახოცით ამიხვია. რამდენიმე წუთით ვიარეთ, შემაღლებულ ადგილზე გავჩერდით და თაყვანისმცემელმა მითხრა - ახლა მოემზადე, ცხვისახოცს მოგხსნიო. თვალები, რომ გავახილე ლამის სისხლი გამეყინა, კუკიის სასაფლაოზე ვიდექი. ამის შემდეგ კი მან ტერენტი გრანელის ლექსების კითხვა დამიწყო. ისღა ჩავიჩურჩულე უნდა წავიდე მეთქი და წამოვედი.

დღეს ისევ მარტო ვარ, თუმცა მაინც ოპტიმისტად ვრჩები და არც გამოვრიცხავ, რომ ხვალ ან ზეგ შეიძლება ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს.



5
125
9-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
125
  
2012, 19 ნოემბერი, 21:13
ეს ქალი ჯანმრთელია???
2012, 19 ნოემბერი, 20:22
:ფაცეპალმ::D:D
2012, 19 ნოემბერი, 20:20
რა ტანო ტატანო? ეგ ბესიკისაა
2012, 19 ნოემბერი, 20:18
რომელი..ტანო ტატანო?:D:D:D:D
0 1 5