საზოგადოება შვილებმა მამა ქორწილიდან გაიტაცეს 2012, 14 ნოემბერი, 22:06 მაშინ, როცა ქორწილი ეშხში შევიდა, დღესასწაულის ადგილს მანქანა მიუახლოვდა, საიდანაც დანებითა და ნაჯახებით შეიარაღებული სამი მამაკაცი გადმოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დაუპატიჟებელი სტუმრები სიძის შვილები იყვნენ, რომლებიც მას პირველი ცოლისგან შეეძინა. სტუმრების თვალწინ, ახალგაზრდებმა მამა იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი მათი დედის მიმართ ქმრის მოვალეობას არ ასრულებდა, რის გამოც მეორე ცოლის შერთვის უფლება არ ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობი რჩება, შეძლო თუ არა სიძემ მკაცრი ზედამხედველობის ხელიდან დასხლტომა და ახალგაზრდა მეუღლესთან დაბრუნება. 161 11-ს მოსწონს 1-ს არა
|