x
image
nukrichanturia
40 წლის ქალებს სექსი ახალგაზრდებზე მეტად სჭირდებათ

image ხშირად მიიჩნევენ, რომ ასაკოვანი ადამიანები ნაკლებად ინტერესდებიან სექსით და ეს საკითხი უფრო ახალგაზრდებისთვისაა აქტუალური. მაგალითად, ძნელი დასაჯერებელია, რომ 40 წლის ქალს უფრო სურდეს სექსუალური ურთიერთობები, ვიდრე თუნდაც 20 წლისას. არადა, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა. ინგლისში 2000-ზე მეტი ქალი გამოკითხეს და მოულოდნელი შედეგი მიიღეს - 40 წელს გადაბიჯებული ქალების 77 პროცენტი სექსისგან გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ახალგაზრდობაში.

გამოკითხულთა 67 პროცენტი ამტკიცებს, რომ მეუღლესთან სექსი საუკეთესო იყო, რაც ცხოვრებაში განუცდიათ, 82 პროცენტი კი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ მათთვის სექსი ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც 20 წლის ასაკში. გამოკითხულ ქალთა დიდმა ნაწილმა ისიც განაცხადა, რომ მამაკაცებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ სექსი სულ უფრო სასიამოვნო ხდება.

ფსიქოლოგებმა მიღებული შედეგის ახსნა იმით შეძლეს, რომ გამოკითხულთა 69 პროცენტი ამ ასაკში გაცილებით უფრო თავისუფლად და ლაღად გრძნობს ლოგინში თავს, ვიდრე მანამდე.

ასე, რომ, თუ ხსენებული ასაკის ბრძანდებით - ანუ 35 -დან 40-ს ფარგლებში, რომელიც სხვათა შორის, თვით ბალზაკისთვისაც ყველაზე მომხიბლავ ასაკად ითვლებოდა, თქვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ.

0
619
8-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0