x
image
nukrichanturia
უბიძგებს თუ არა ფინანსური დამოუკიდებლობის სურვილი ქალს მეძავობისკენ
image არ ვიცი, რატომ დაგთანხმდით ამ საუბარზე, მაგრამ რაც არის, არის. ბოლოს და ბოლოს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც დღეს ვინმეს გააკვირვებს. მოვიდა დრო, როცა ყველას ისე შეუძლია იცხოვროს, როგორც თავად სურს. საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჩვენი დედები და ბებიები იძულებით ცხოვრობდნენ საძულველი ქმრების გვერდით და უსიტყვოდ იტანჯებოდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება შენი თავი გლოვისთვის გასწირო.

-ოჯახის დანგრევა უფრო გამართლებულად მიგაჩნიათ?

- დასანგრევი უნდა დაინგრეს. არავინ რჩება მოგებული ამ ურთიერთობით. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი იმ კაცთან, რომელსაც ფორმალურად ერქვა ჩემი ქმარი. სინამდვილეში, ტანჯვის მეტი მისგან არაფერი მახსოვს. დღემდე გაუგებარია, რისთვის ვითმენდი. რატომ. მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის თვალში ოჯახი მქონოდა? არ არის ეს მაზოხიზმი? ყველამ რაღაცას მიაღწია. მარტო მე ვრეცხავდი იატაკს და ტუალეტს საპარიკმახეროში. თავის დროზე ნორმალური განათლების მიღებას გათხოვება ვამჯობინე და იმ სისულელის შედეგებს ახლა ვიმკი. რომ მესწავლა, რაღაც პროფესია მექნებოდა და ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდი. სამი წლის განმავლობაში დედამთილი გვარჩენდა. საბერძნეთში მოხუცს უვლიდა და ფულს გვიგზავნიდა. ჩემი ქმარი "ბირჟაზე" იდგა და "შესაფერის" სამსახურს ელოდა. ფიზიკური შრომა როგორ ეკადრებოდა! მინისტრად კი არავინ დანიშნა. მე ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავდა მოსავლელი. იცით, ბავშვს რამდენი სჭირდება? ჩვენ კი, ის მინიმუმი, რასაც ჩემი დედამთილი გვიგზავნიდა, საჭმელზე ძლივს გვყოფნიდა. თან სულ გვაყვედრიდა, ცოლიც და ქმარიც უსაქმურები ხართ, ლოგინში კოტრიალის და ბავშვების კეთების მეტი არაფერი იცითო. ხომ არ ვეტყოდი, შენი შვილის შეხებაც გულს მირევს მეთქი. ჩემმა ქმარმა ისე შემაძულა თავი თავისი საქციელით, მასთან სექსის სურვილი საერთოდ დავკარგე. კაცთან სიახლოვე მაშინ გინდა, როცა კუჭი შიმშილით არ გიხმება და იმაზე არ ფიქრობ, ხვალ შვილებს რა აჭამო. ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს. სად მქონდა ინტიმის ხალისი, როცა ჩემი უვარგისი ქმრის შემხედვარე, მთელი კაცთა მოდგმა მძულდა. არც თვითონ იკლავდა ჩემი მოფერებით თავს. ფაქტობრივად, სულ ვჩხუბობდით.

-ჩხუბის მიზეზი მისი უმუშევრობა იყო?


- არა მხოლოდ. სმას დაეჩვია. მალე ჩემმა დედამთილმა ფულის გამოგზავნა შეგვიმცირა. ძალიან ცოტას გზავნიდა, თანაც საკმაოდ იშვიათად. ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, დროა, მუშაობა დაიწყო მეთქი, მაგრამ პასუხად მხოლოდ მაგინებდა და საშინელ აყალმაყალს ტეხდა. თუ ასე ძალიან გინდა, შენ წადი და იმუშავე, მე არ დაგიშლიო. ჩვენი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

რვა წლის განმავლობაში ჩემთვის ახალი არაფერი მიყიდია. მუშა ცხენი უფრო ვიყავი, ვიდრე ქალი. მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე, როცა ერთ დღეს, შემთხვევით, ჩემს ყოფილ კლასელს შევხვდი. ისეთი მოვლილი იყო, ვერ ვიცანი. ისევ თვითონ მოვიდა და გამომელაპარაკა. არ მინდოდა, ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ მომეყოლა მისთვის, მაგრამ ისე თბილად და სიყვარული მომიკითხა, უხერხულად ვიგრძენი თავი. ვიცოდი, რომ შეძლებული ქმარი არ ჰყავდა, არც მშობლებს გადასდიოდათ თავზე ფული, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ნათიას ტანსაცმელი და მანქანა ვნახე. ლამის ენა ჩამივარდა. სამკაულიც ძალიან ძვირფასი ეკეთა. სახეზეც ეტყობოდა, რომ უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. შენმა ქმარმა ფული იშოვა მეთქი? გაიცინა. ქმარს ოთხი წელია დავშორდი და ჩემი გადაწყვეტლებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმ იდიოტთან კიდევ დიდხანს გავძელი. გატყობ, არც შენ გაგიმართლა. ეს მეც გავიარე. მეც შენსავით ვმუშაობდი, მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ამით ვერაფერს მივაღწევდი, ან შენ რას ფიქრობ, დიდხანს აპირებ იატაკის ტილოთი ან ცოცხით წინ და უკან სირბილს? შენს შვილებს როგორ მომავალს უმზადებ? დრო მოვა და შენი შერცხვებათ. ჩემი შვილი საუკეთესო სკოლაში დამყავს და ზაფხულობით უცხოეთის კურორტებზეც ვასვენებ. მამამისის ხელში ამაზე ვერც იოცნებებდა. მოსამსახურეც მყავს და ის დრო, როცა მუშაობისგან წელში ვწყდებოდი, ცუდი სიზმარივით მახსენდებაო. რა სამსახური გაქვს ასეთი, რომ ასე ფუფუნებით ცხოვრობ. ჩემსავით არც შენ დაგიმთავრებია უმაღლესი. განა რას აკეთებ, რომ ამხელა შემოსავალი გაქვს - მეთქი. თუ გინდა შენც მოგაწყობ, თუ სალონში წახვალ და თავს მოუვლი, გულგრილად ვერცერთი მამაკაცი ვერ შემოგხედავსო. ვუთხარი, რომ ყველაფერი გულახდილად ეთქვა. არ დაუმალია, რისი გაკეთება მომიწევდა. მანქანიდან მანქანაში და ხელიდან ხელში ნამდვილად ვერ გადავიდოდი. ნათიამ მითხრა, რომ მას განსაკუთრებული კლიენტები ჰყავდა. უცხოელი დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. ყველა მამაკაცი მე ვერ შემწვდება, ძალიან ძვირადღირებული ვარო. კი, მაგრამ, როგორ ახერხებ მათთან დაკავშირებას - მეთქი. არსებობს ადამიანი, რომელიც მაკავშირებს. ეგ შენი პრობლემა არ იქნება. და დამირეკე. თუ თანახმა იქნები, მერე უფრო დაწვრილებით აგიხსნი ყველაფერსო. მეც დავთანხმდი

- ანუ, გადამწყვეტი როლი თქვენს არჩევანში თქვენმა დაქალმა შეასრულა?

- შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. ენა არ მომიბრუნდება იმის სათქმელად, რომ ნათიამ ცუდი საქციელისკენ მიბიძგა. პირიქით მისი მადლობელი ვარ. ახალი სამსახურიდან ოთხ თვეში ქმარსაც დავშორდი. კიდევ ვერ გავაკეთებდი ამას, მაგრამ იეჭვიანა ვაჟბატონმა და მცემა. ჩემ მიტანილ საჭმელს გემრიელად მიირთმევდა, ისე რომ საერთოდ არ კითხულობდა საიდან მომქონდა ფული. სანამ საფრთხობელასავით დავდიოდი, კმაყოფილი იყო. ის აღარ მოეწონა, რომ ქალს დავემსგავსე. ცემა ვეღარ ვაპატიე. მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და სხვა უბანში ვიქირავე ბინა.

მალე საკუთარი ბინაც გვექნება მე და ჩემს შვილებს, თუმცა მთელი ცხოვრება მამაკაცების მომსახურებას არ ვაპირებ. ინგლისურის მასწავლებელი ავიყვანე. რამე პროფესიას შევისწავლი და ნორმალურ სამსახურსაც ვიშოვი, მაგრამ ჯერ ბინა უნდა ვიყიდო და მანქანა.

- მამაკაცებთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტთ? მომავალში გათხოვებასაც ხომ არ აპირებთ?

- გათხოვება გამორიცხულია. ჩემს კლიენტებს შორის შევარჩევ ისეთს, რომელთანაც მუდმივი ურთიერთობა მექნება.

- თქვენი კლიენტების უმრავლესობას, ალბათ, ოჯახი აქვს.

- დიახ. აქვს, მაგრამ მე რა მესაქმება მათ ოჯახებთან? არასოდეს მოვიქცევი ისე, რომ ჩემს რომელიმე კლიენტს, ჩემს გამო ცოლთან პრობლემები შეექმნას. მე არ ვარ კმაყოფილი ჩემი ბედით. ეცადეთ, სწორად გამიგოთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დავიკავო და ჩემს შვილებს საკუთარი დედის არასდროს შერცხვეთ.

11
1199
12-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1199
  
2013, 28 მარტი, 11:20
რავიცი ამ თემის განსჯა ცოტა არ იყოს რთულია. ძალიან ბევრი ფაქტორია, ქართული მენტალიტეტი, არსებული მძიმე რეალობა ......
ამ ყველაფერს კი ემატება თავად ადამიანის მტკიცე ხასიათი, ის რაც აქ არის ნაამბობი ამას ალბათ ძალიან ბევრი განა თ არ, ვერ შეძლებდა. თუ არა შვილებზე ზრუნვა არამგონია მაგ ადამიანს ასეთი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად ისევ ქართული მწარე რეალობის წინაშე ვდგებით, ან დედამ უნდა იზრუნოს, ან კიდევ შვილები საბირჟაოდ ქუჩაში და ვინ იცის საით წაუცდებათ ხელი. მე ვთვლი რომ გარემოებისდა მიუხედავად დედის ინსტიქტს რომელიც შვილების კარგად ყოფნას ემსახურება წინ ვერაფერი უდგას.
2013, 24 მარტი, 22:24
ქორწინებაში თუ არ გაგიმარტლა ეგ იმას არ ნიშნავს გაბოზდე პატიოსნად იმუშავე და ნახევრად მშიერი იყავი ეგ გერჩივნოს ვიდრე მასეთი ცხოვრებით დანაყრებული..ილოცე და უფლის იმედი არ დაკარგო არ ჩაიქნიო ხელი ცხოვრებაზე ბევრია შენზე უარეს დღეში მარა მრუშობა გამოსავალი როდია...
2013, 24 მარტი, 22:21
აჰა ჯერ საჭმლის ფული არ მქონდაო და ეხლა მანქანას მიახტი? მოდი რა რაუნდა გაგიგოს საზოგადოებამ ეგ ყველას შეუძლია შენ გგონია რამე განსაკუთრებული გააკეთე?ბოზობა დაგიწყია გენაცვალე და მაგას ვერ დავარქმევ სწორ საქციელს... მრუშობით ნაშოვნი ფულით გინდა შეინახო ოჯახი და შვილებმა შენით იამაყონ? მე მირჩევნია მშიერი ვიყო და ამაყად დავდიოდე ქუჩაში ვიდრე გამაძღარი და თავდახრილი..დაფიქრდი რას აკეთებ და მოდი გონზე.....
2013, 23 თებერვალი, 19:04
სწორედ, მამაკაცი უნდა იყოს ქალის თავი და თავის მხრივ მამაკაცის თავი კი ქრისტე. ამას დაუმატებ იმას რომ ლოთობა გამოსავალი არაა ჯერ არსად არ მოუგვარებია პრობლემა ლოთობას. და სიამაყე ბევრს ღუპავს თავი მაგარი კაცები გონიათ და თავზე ენგრევათ მთელი ცხოვრება. ეს მსოფლიო პოლიტიკაა დააკარგინე ერს მისი ტრადიცია და დაავიწყე მისი ისტორია მერე ადვილი სამართავია. ქართველ მამაკაცებს დაუკარგენ მისი მოვალეობა მამულისა და ოჯახის წინაშე.
2013, 13 იანვარი, 1:32
ჩემის აზრით ღვთისადმი პატივისცემას და რწმენის განელებას აქვს დღეს დიდი ადგილი საზოგადოების უმეტეს ნაწილში, ჩვენ რომ ღვთის მცნებას ვასრულებდეთ, არც კაცი გახდება ლოთი, არც ქალს ცემს ის, შრომასაც არ დაიზარებს და არც ქალი დაიწყებს სხეულით ვაჭრობას. ერთმანეთის პატივისცემა გამყარდება და უფრო იქნებოდა ოჯახებში სიმშვიდე ალბად, მე ასე მგონია და თუ ვცდები შეგიძლიათ შემისწოროთ.
2012, 17 ნოემბერი, 23:37
კაცმა რომ თავისი სახე და ფუნქცია დაკარგა მაგისი ბრალია ეს ყველაფერი...
2012, 17 ნოემბერი, 11:46
მამითაც ვერ იამაყებდა ყოველშემთხვევაში
2012, 15 ნოემბერი, 20:30
შვილები ყოველთვის იამაყებენ ასეთი დედით და არასოდეს შერცხვებათ რომ ასეთი საამაყო დედა ეყოლებათ,ვაი საცოდავო საქართველო!მეორედ მოსვლა გვიახლოვდება ნამდვილად.რაარის საამაყო ვერ გავიგე ან რითი ამაყობს ეს ხალხი გამაგებინეთ ხალხნო??
2012, 14 ნოემბერი, 20:48
მე ვერ გავიგე იქნებ ვინმემ ამიხსნას. ბოზი დედა გყავდეს არ უნდა შეგრცხვეს და პატიოსანი დედა სირცხვილია ღეს?
2012, 13 ნოემბერი, 0:01
ბოზხანა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10