საზოგადოება საქართველოს ნაკრების წევრებზე შეყვარებული ქართველი "გეის" აღიარება 2012, 10 ნოემბერი, 14:13 ფეხბურთის მიმართ მამაკაცების ინტერესი გასაგებია, საფეხბურთო თამაშებს ბევრი სუსტი სქესის წარმომადგენელიც ადევნებს თვალს. რაც შეეხება ორიენტაციაშეცვლილი ადამიანების კატეგორიას, როგორც გაირკვა, მათი გულშემატკივრობა უფრო "ამაღელვებელია". ქალური სინაზითა და მამაკაცური მოხერხებულობით ქართველი "გეების" ჯგუფი ერივნულ ნაკრებს პირველ რიგში გამარჯვებისთვის გულშემატკივრობს, შემდეგ კი მოთამაშეების ყურადღების მიქცევას ცდილობს, რომ იქნებ როგორმე ბედმა გაუღიმოთ და ცნობილ სპორტსმენებს შორის პარტნიორი იშოვონ. "გეების" კლუბის წევრმა განაცხადა, რომ ჯერ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მაგრამ იმედს არ კარგავენ.
- პირველ ყოვლისა, თქვენს კლუბზე გვიამბე, "გეები" იქ ფეხბურთის სიყვარულმა შეგყარათ თუ უმისოდაც მეგობრები იყავით?
- სადაც ჩვენ ვიკრიბებით, იმ ადგილს კლუბს ვეძახით, სინამდვილეში კი მეგობრის ბინაა, რომელიც მამამისის მოსკოვში წასვლის შემდეგ "დავითრიეთ" და ისე მოვაწყვეთ, როგორც ჩვენს გემოვნებას შეეფერებოდა. ოთხი ოთახია, მაგარი ჯაკუზით, კომპიუტერებით, საბილიარდოც კი გვაქვს. კედლებზე ჩვენი კერპების სურათები გვაქვს გაკრული, მოკლედ, პატარა და მყუდრო სამყარო შევქმენით.
- ფეხბურთის მატჩებს ამ კლუბში უყურებთ და ფსონებსაც დებთ?
- ტოტალიზატორებში სიარული არ გვიყვარს, ხომ იცით ათასი ფათერაკია. მყუდროდ ჯდომას რა სჯობია? როცა თამაში საქართველოშია, რა თქმა უნდა, სტადიონზე მივდივართ. ბოლო კაპიკი რომ დავხარჯოთ, ბილეთს მაინც ვიყიდით, მაგრამ ტრანსილაცია თუ არის, მაშინ შინ ვრჩებით და მეგობრები თამაშის დაწყებისას ფულს ვდებთ, ვინ მოიგებს ან რა ანგარიშით დამთავრდება შეხვედრა. - მოგებულ თანხას რა ბედი ეწევა ხოლმე, კოსმეტიკასა და სუნამოს ყიდულობთ? - კოსმეტიკაზე ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ, მაგრამ ღია ლაქი, სუნამო, კარგი საცვლები პირადი ჰიგიენის ამბავია და არა მგონია დასაძრახი თემა იყოს. ისე, მოგება ძალიან სოლიდურია, გოგონებსაც ვეპატიჟებით, მათ თავიანთი დაქალები მოჰყავთ, ყველანი ფულს ვდებთ და მთელი აზარტით ვერთვებით თამაშში. - ამ გოგონებმა იციან თქვენი მიდრეკილებების შესახებ? - ვინ იცის, რამდენჯერ მიტირია მათ მხარზე თავდადებულს, ქალმა მაინც სხვანაირი მეგობრობა იცის, კაცი ასე ვერასდროს გაგიგებს. - კარგით, ისევ ფეხბურთის თემას დავუბრუნდეთ, განსაკუთრებით რომელი ფეხბურთელი მოგწონთ? - საქართველოს ნაკრების ყველა წევრი მომწონს. ჩვენი ფეხბურთელები სტადიონზე, რომ გამოდიან სუნთქვა მეკვრება ხოლმე. - ყველა "გეი" ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მათნაირები ხელისუფლებაშიც არიან, გგონიათ, ამით თქვენი ქმედების გამართლება უფრო ადვილია? - მე არა მგონია, რომ რამეს ვაშავებ. ჰომოსექსუალიზმი მას შემდეგ არსებობს, რაც კაცობრიობა გაჩნდა, ყველას თავისი ნიშა აქვს შესავსები, თანაც, რა ჩემი ბრალია, თუ ასეთი ცხოვრება მსიამოვნებს. ჩემში ქალური საწყისი ძალიან ძლიერია. ნამდვილი კაცი, რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ფეხბურთელი გამოვიდოდი. - რატომ, ფეხბურთელი "გეი" არ არსებობს? - კარგით რა, ხომ ხედავთ მამაკაცურადაც სიარულიც კი არ შემიძლია. წარმოიდგინეთ, სანამ მე ტანის რხევით სტადიონზე გავიდოდი, პირველი ტაიმი უკვე დამთავრებული იქნებოდა. 1471 5-ს მოსწონს 1-ს არა
|