უნივერსიტეტ ფორტ ჰეინსის სხვა სტუდენტების მსგავსად, ნოლა ოქსი საშობაო არდადეგებზე გამოცდებისთვის მოემზადება. ერთადერთი, რითაც ნოლა სხვა სტუდენტებისგან განსხვავდება, ასაკია: ქალბატონს რამდენიმე დღის წინ 95 წელი შეუსრულდა. ოქსი ზოგად განათლებას ეუფლება და სტუდენტურ ქალაქში სხვა სტუდენტებთან ერთად ცხოვრობს. ხარისხის მისაღებად მან მომავალ სემესტრში კიდევ 15 საათი უნდა ისწავლოს, რის შემდეგაც ნოლა ამ უნივერსიტეტის ყველაზე ხანდაზმული სტუდენტი გახდება და გინესის რეკორდების წიგნში შევა.
უნივერსიტეტის დამთავრება მისი მარადიული განათლების დასრულების კულმინაციური მომენტი იქნება: ოქსი ფორტ ჰეინსში ჯერ კიდევ 1935 წელს მოეწყო. იმ დროს უნივერსიტეტს პედაგოგიური კოლეჯი ერქვა. ამჟამად ნოლას შვილიშვილი ბებიასთან ერთად სწავლობს.