საზოგადოება ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში "იუზრდელა" 2012, 8 ნოემბერი, 17:21 ღამის საინფორმაციო გამოშვების დროს ბრიტანული central tv- ჟურნალისტი ჯოან მეილინი პატარა ქალაქ სტროუკ-ონტენტიდან ღია ეთერში უნდა ჩაერთოთ. ჩართვის შემდეგ წამყვანმა კორესპოდენტს მიმართა: " საღამო მშვიდობისა, მეილინ, თქვენკენ როგორი ამინდია?", რაზეც წვიმის ქვეშ მდგარმა ჟურნალისტმა მიუგო: " თითქოს ზევიდან მაფსამენ..." საკუთარი ემოციის პირდაპირ ეთერში გამოხატვისთვის ჯოანმა ტელემაყურებლებს მაშინვე მოუხადა ბოდიში და დასძინა, რომ უნდოდა ეთქვა: "კოკისპირულად წვიმს". ამ ჩართვიდან მეორე დღეს ტელესტუდიის ელექტრონულ ფოსტაზე ჟურნალისტის თაყვანისმცემლების ათასობით წერილი მივიდა. მათგან მხოლოდ ორი გამოხატავდა უკმაყოფილებას: მათი აზრით, ჟურნალისტმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა. სხვები კი ტელევიზიის ხელმძღვანელობას სთხოვდენ, ჟურნალისტისთვის თავხედობა ეპატიებინათ და სამსახურიდან არ დაეთხოვათ. მადლიერი ტელემაყურებლების თქმით, მათ ჟურნალისტის შეცდომის გამო ძალიან იხალისეს. 320 4-ს მოსწონს
|