x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა არ უნდა დავდოთ Wi-Fi როუტერის გვერდით? – 10 მთავარი შეცდომა

Wi-Fi როუტერი — ნებისმიერი თანამედროვე სახლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ჩვენ მას ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ მის გარეშე — არც YouTube–ი და არც «ჭკვიანი» ტექნიკა გვექნება.

მაგრამ, იმაზე თუ დაფიქრებულხართ, თუ სად უნდა იდგას ის? რადგან ამაზე, არა მხოლოდ ინტერნეტის სიჩქარე, არამედ, თქვენი უსაფრთხოებაცაა დამოკიდებული. ამიტომ გავარკვიოთ, სად არ შეგიძლიათ როუტერის დაყენება და სად იქნება ის ნამდვილად კომფორტული.


image


❌ 1. ადვილად აალებადი მასალები
თუ როუტერთან ბევრი მოწყობილობაა დაკავშირებული, ის ცხელდება და თუ ამას, ცუდი ვენტილაციაც დაერთო, შესაძლოა, ხანძარიც გაჩნდეს. ამიტომ, მოწყობილობა ღია ადგილზე უნდა იდგეს, ქსოვილებისგან და ქაღალდისგან მოშორებით.

❌ 2. ლითონის საგნები და სარკე
ლითონი საგანი ტალღებს ირეკლავს. სეიფი, რადიატორი, ლითონის კარი, ან თუნდაც, ლითონის საფარით დაფარული სარკე, მნიშვნელოვნად ასუსტებს Wi-Fi სიგნალს.

❌ 3. აკვარიუმები და წყალი
როგორც ცნობილია, წყალი რადიოტალღებს შთანთქავს. აკვარიუმი, ვაზა, წყლის ბოთლი — ეს ყველაფერი, სიგნალს «ახშობს», ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

❌ 4. საყოფაცხოვრებო ტექნიკა
მიკროტალღურ ღუმელი, ტელევიზორი, მაცივარი... – იმავე სიხშირეზე მუშაობს, რაც Wi-Fi. ამიტომ, შესაძლოა, ელექტრომაგნიტურ შეფერხებას ჰქონდეს ადგილი.

❌ 5. ფლუორესცენტული ნათურები
ძველი ენერგო დამზოგავი მოწყობილობები, შეიძლება, რადიოსიხშირეში ხმაურს ქმნიდეს და როუტერს ხელს უშლიდეს, განსაკუთრებით, ჩართვისას.

❌ 6. წიგნები და ავეჯი
კარადა, სერვანტი, წიგნების თაროები — ეს ყველაფერი, სიგნალს ასუსტებს. მაშინაც კი, თუ ავეჯი ლითონის არ არის, ტალღის დაბლოკვა მაინც შეუძლია.

❌ 7. საძინებელი
მიუხედავად იმისა, რომ როუტერის საზიანო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, მეცნიერების მიერ, დამტკიცებული არ არის, ექსპერტები მაინც გვირჩევენ, რომ ის საძინებელში არ დავდგათ — განსაკუთრებით, საწოლის თავთან. უმჯობესია, მოწყობილობა საერთო სივრცეში განვათავსოთ.

❌ 8. დაგეგმარების გარეშე

სქელი ბეტონის კედლები, ტიხრები, გათბობადი იატაკი, არასტანდარტული განლაგება და დაგეგმარება — ბინაში სხვადასხვა უბნებია და საუკეთესო პოზიციის უნდა ვიპოვოთ.

❌ 9. მარტო, დიდ სივრცეში
თუ ბინის ფართობი 70–80 მ²–ს აღემატება, — 1 როუტერი არასაკმარისი იქნება. ამიტომ, მთელი ფართის დასაფარად, სიგნალის გამაძლიერებელი მოწყობილობის დაყენება იქნება საჭირო.

❌ 10. მოძველებული პროგრამა
ზოგჯერ, როუტერი სწორად დგას, მაგრამ ცუდად მუშაობს — ეს იმიტომ ხდება, რომ პროგრამული უზრუნველყოფა განახლებული არ არის.


✅ სად არის როუტერის განთავსების სწორი ადგილი?


საუკეთესო ადგილების სია ასეთია:


— ბინის, ან სახლის ცენტრში.

— იატაკიდან, მინიმუმ, 1 მეტრის სიმაღლეზე.

— ფანჯრებიდან მოშორებით, რომ Wi-Fi გამვლელებს არ გაუზიაროთ.

— ტექნიკისგან, ლითონის და წყლისგან მოშორებით.

— არც კარადაში, არც იატაკზე, არც საძინებელში.


სწორად დადგმული როუტერი — მხოლოდ სტაბილური ინტერნეტის მოწოდება კი არა, ნაკლებად გადახურებული მოწყობილობა და ნაკლები პრობლემაა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 საინტერესო ფაქტი ავტომობილების შესახებ

* ნუ გააკრიტიკებთ, ნუ განიკითხავთ, ნუ იწუწუნებთ – რჩევები რომელიც სხვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

* "მიწისქვეშა მდინარე" შავ ზღვაში

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



1
455
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
455
  
18 მაისი, 22:29
❌ 4. საყოფაცხოვრებო ტექნიკა
მიკროტალღურ ღუმელი, ტელევიზორი, მაცივარი... – იმავე სიხშირეზე მუშაობს, რაც Wi-Fi. ამიტომ, შესაძლოა, ელექტრომაგნიტურ შეფერხებას ჰქონდეს ადგილი.

მაპატიეთ, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. რომელი მაცივარი მუშაობს 5 გეგაჰერცზე? უბრალოდ მაცივარი სტარტის დროს ქმნის მძლავრ მაგნიტურ ველს, რომელიც ახარვეზებს Wi-Fi-ს სიგნალს.
მიკროტალღური ღუმელიც 2,4 გგაჰერცზე მუშაობს და არა 5 გეგაჰერცზე, რომელზეც მუშაობს თანამედროვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის როუტერები.
0 1 1
Loading...