x
მეტი
  • 14.06.2025
  • სტატია:142763
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515233
20 საინტერესო ფაქტი ავტომობილების შესახებ
image


ამ სტატიაში საინტერესო ფაქტებია შეკრებილი, ავტომობილების სამყაროდა, მთელს მსოფლიოში. მაგ., ინფორმაცია პირველი საავტომობილო ავარიის შესახებ, რა ღირს შვედეთში 290 კმ/სთ–ით სიარული, რომელ ავტომობილს შეუძლია გვირაბის ჭერში სიარული და რაში მდგომარეობს, ძველ ფოტოსურათებზე, ოვალური ბორბლების საიდუმლო?


ფაქტი №1image


მსოფლიოში პირველი ჯარიმა, სიჩქარის გადაჭარბების გამო, უოლტერ არნოლდს 1896 წ. 28 იანვარს, პადოკ ვუდში (დიდი ბრიტანეთი) გაუფორმეს. ველოსიპედით მოსიარულე პატრულის თანამშრომელი დამნაშავეს რვა კილომეტრის მანძილზე მისდევდა, ვიდრე 13 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისთვის და ესკორტის არყოლის გამო, არ გააჩერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების სპიდომეტრი 1901 წ. გამოიგონეს და მხოლოდ 1916 წელს დაამონტაჟეს.


ფაქტი №2


თანამედროვე ფორმულა 1-ის მანქანას, თეორიულად, გვირაბის ჭერზე გავლა შეუძლია, რადგან 3, 5G გადატვირთვა, მიმაგრების საკმაო ძალით უზრუნველყოფს.


ფაქტი №3image


ყოველწლიურად, დედამიწაზე, ავტომობილების რიცხვი, საშუალოდ, 60 მლნ–ით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში, ავტომობილების რიცხვი 165 000–ით იზრდება, საათში – 6875–ით, ხოლო წუთში – 115 ავტომობილით.



ფაქტი №4


დღეს დედამიწაზე, დაახლოებით, ერთი მილიარდი ავტომობილი მოძრაობს. იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტაზე 8, 06 მლრდ ადამიანი ცხოვრობს, გამოდის, რომ ყოველ რვა ადამიანზე, ერთ ავტომობილი მოდის.


ფაქტი №5


დიდ ბრიტანეთს საცობების დიდი პრობლემები აქვს. მეცნიერების აზრით, საშუალო ბრიტანელი მძღოლი, სიცოცხლის, დაახლოებით, 99 დღეს საცობში ატარებს.


ფაქტი №6


საათში, დაახლოებით, 100 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობისას, მთვარეზე ჩასასვლელად, 2 თვეზე ცოტა მეტი დაგჭირდებათ. ერთადერთი, რაც რჩება, შესაფერისი ავტომობილის პოვნაა.


ფაქტი №7


თანამედროვე ავტომობილი, საშუალოდ, 30 000 უნიკალური ნაწილისგან შედგება. ნაკლებად ინოვაციურ მოდელებს თუ განვიხილავთ, ამ რიცხვმა, შეიძლება, 15-20 ათასს მიაღწიოს.


ფაქტი №8image


Rolls-Royce–ის ბრენდის, ოდესმე წარმოებული ყველა ავტომობილის, დაახლოებით, 75% კვლავ ექსპლუატაციაშია და მოძრაობას აგრძელებს.


ფაქტი №9


Volkswagen კომპანია, ევროპული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდ რაოდენობას ფლობს. მათ შორის: Volkswagen, Audi, Seat, Skoda, Bentley, Bugatti, Lamborghini, Porsche, Ducati, Volkswagen Commercial Vehicles, Scania и MAN.


ფაქტი №10


პირველი ავტო–ავარია 1891 წ. ოჰაიოს შტატში მოხდა. ინჟინერმა ჯეიმს ლამბერტმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. საბედნიეროდ, მან და მისმა მგზავრებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.


ფაქტი №11image


ყველაზე დიდი ჯარიმა, ერთი მილიონი ევროს ოდენობით, შვედეთში უცნობ პირს დაეკისრა. სამაგიეროდ ცნობილია ავტომობილის მარკა – მძღოლი Mercedes-Benz SLS AMG–ს მართავდა და 290 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.


ფაქტი №12


ავტომობილის ძრავის მოხსნის მსოფლიო რეკორდი 42 წამია. ეს მექანიკოსების მიერ, 1985 წლის 21 ნოემბერს დამყარდა, რომლებიც Ford Escort–ის რემონტს ახორციელებდნენ.


ფაქტი №13


ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპვის შანსი 5000-დან 1-ია. თუმცა, ეს მაინც არ არის სასიამოვნო სტატისტიკა.


ფაქტი №14


საკრუიზო კონტროლის სისტემა, რომელიც ავტომობილს, მძღოლის ჩარევის გარეშე, მუდმივი სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, ინჟინერმა რალფ ტიტერმა 1948 წ. შექმნა.


ფაქტი №15image


ავტომობილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი გარბენი 3 მილიონი მილია (5 მლნ. კილომეტრი). ამდენი გაიარა ალასკის მაცხოვრებელმა ირვინ გორდონმა თავის ორკარიანი Volvo P1800S–ით. ამ დროის მანძილზე ავტომობილის ძრავა სულ 2–ჯერ შეაკეთეს.


ფაქტი №16


მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი, ცხოვრების განუყოფელ ნაწილად XX ს–ის დასაწყისში იქცა, უსაფრთხოების ღვედები, კომპანია Volvo მხოლოდ 1959 წ. შემოიღო და ის, იქიდან მოყოლებული, საავტომობილო ინდუსტრიაში უსაფრთხოების სტანდარტად იქცა.


ფაქტი №17


ავტომობილები და გარემო: ავტომობილები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სიდიდით მეორე წყაროა ენერგეტიკის სექტორის შემდეგ.


ფაქტი №18


ავტომობილების და მათი მფლობელების იდენტიფიცირებისთვის, ავტომობილის ნომრები პირველად საფრანგეთში, 1893 წ. შემოიღეს.


ფაქტი №19


Bugatti Veyron–ის W16–ი, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია, მსუბუქი ავტომობილებისთვის შექმნილ ძრავებს შორის. მისი მწარმოებლობა, ნამდვილად რომ, შთამბეჭდავია — 1001 ცხენის ძალა.


ფაქტი №20image


თუ ძველ ფოტოებს კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მოძრავი ავტომობილების ბორბლები ოვალური ფორმისაა. ეს დიზაინის ხრიკი კი არა, უბრალოდ, ოპტიკური ეფექტია, რომელიც ბორბლების სიჩქარეს და კამერების მუშაობას შორის, ურთიერთკავშირის გამო წარმოიქმნება.

იმ დროს, ეს ეფექტი დადებითად ფასდებოდა, რადგან ის მოძრაობის და სიჩქარის შეგრძნებას უკეთ გადმოსცემდა. დღესდღეობით, მხატვრები მას ხშირად იყენებენ, განსაკუთრებით, მულტფილმებსა და კომიქსებში.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ნუ გააკრიტიკებთ, ნუ განიკითხავთ, ნუ იწუწუნებთ – რჩევები რომელიც სხვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

* "მიწისქვეშა მდინარე" შავ ზღვაში

* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, ჩვენი სამყაროს შესახებ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
293
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0