x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142347
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
"მიწისქვეშა მდინარე" შავ ზღვაშე

image

imageკოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შავი ზღვის ფსკერზე, უზარმაზარი უძველესი მდინარე მიედინება. ამ «მიწისქვეშა მდინარის» სიღრმე, დაახლოებით, 900 მ–ია, ხოლო სიგანე 40 კმ. ასაკით კი, შესაძლოა, 12 მლნ. წელზე მეტი ხნის იყოს, რაც მას პლანეტაზე, უძველეს მდინარის სისტემად აქცევს.

მდინარის სათავე უცნობია, მაგრამ ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ის გამყინვარების ეპოქაში, მყინვარების დნობის შედეგად წარმოიქმნა. მისი დინება, სავარაუდოდ, ზღვის დონის ცვალებადობამ შეცვალა და საბოლოოდ ზღვის ქვეშ ჩაკეტილი აღმოჩნდა.

უძველესი მდინარის სისტემის აღმოჩენამ, მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მისი მეშვეობით, კლიმატის ცვლილების ისტორიის შესახებ, უფრო მეტი ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.

ამ მდინარის არსებობა, ასევე მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ფაუნისთვის. ითვლება, რომ დინებას, ზღვის ფსკერზე საკვები ნივთიერებები მოაქვს და იქ მცხოვრები ზღვის არსებებს საკვებით უზრუნველყოფს.

შესაძლოა, სწორედ ეს ხსნიდეს, თუ რატომ არის შავი ზღვის რეგიონი, მრავალფეროვანი სახეობების სამშობლო, – დელფინებით და ვეშაპებით დაწყებული, – კიბორჩხალებითა და მოლუსკებით დამთავრებული.

შავი ზღვის მდინარე, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ბუნებრივი ფენომენია, რომელიც მეცნიერთა და დიდი სამეცნიერო ინსტიტუტების ინტერესს იწვევს.

image

არხის სხვა სიახლეები:image* რა შემოსავალი ჰქონდა სტალინს და რაში ხარჯავდა მას?

* რეკლამის ნამდვილი შედევრები – 20 წარმოუდგენელი ფოტო

* ზიგმუნდ ფროიდის 20 ციტატა და თეზისი, რომელიც ადამიანების უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
1425
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0