x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გააუქმებს თუ არა ტრამპი სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?მინიშნებამ ექსპერტები და ფინანსისტები ააღელვა
image

The New York Times-ი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში მისვლისთანავე, შესაძლო შეარბილოს ან მოხსნას სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - მათ შორის რუსული ცენტრალური ბანკის აქტივებზეც.



ტრამპის ასეთი გადაწყვეტილება ლოგიკური იქნებოდა, აღნიშნავს თავის სტატიაში იან პრადი, მოსკოვში ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი. ის იხსენებს: რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქციების მოხსნის შესაძლებლობა ნახსენები იყო „სამშვიდობო გეგმის“ მონახაზში, რომელიც აპრილში გამოაქვეყნა ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კეიტ კელოგმა.


მართლაც კელოგის სამშვიდობო გეგმაში წინადადებების ერთ-ერთი პუნქტია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება, თუ ის დათანხმდება მოლაპარაკებებს, ხოლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სანქციების სრულად მოხსნას. უკრაინის აღდგენისთვის შემოთავაზებულია რუსული ენერგორესურსების ექსპორტზე გადასახადის შემოღება, საიდანაც თანხები დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.



„თუ ტრამპი სერიოზულად უყურებს თავის დაპირებას, რათა უკრაინაში მშვიდობა დამაყაროს, მაშინ მან უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთის სამშვიდობო წინადადება უნდა მოიცავდეს მიზანმიმართულად სანქციების მოხსნას. მხოლოდ ეს, ისევე როგორც საბოლოო უარი უკრაინის ნატოში გაწვერიანებაზე, შეიძლება გახდეს სერიოზული წინადადება რუსეთისთვის“, - აღნიშნავს პრაუდი.



0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0