x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, პატიებას გთხოვთ!" - მოსამართლის და უკანონოდ დაპატიმრებულებს მიმართავს

მოსამართლის და ელენე ცაცუა ღია მიმართვას აქვეყნებს და დაკავებულებს მისი ძმის მაგივრად პატიებას სთხოვს.



imageდა-ძმა მანუჩარ ცაცუა, ელენე ცაცუა | ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო / ელენე ცაცუას პირადი Facebook



"დღეს გაუსაძლისია იმის ყურება, როცა შენ ერთ მხარეს ხარ, შენი ძმა მეორე მხარეს! ასე დაყო და დაანაკუწა რეჟიმმა “ოჯახის სიწმინდე!" მე დადუმებული ვარ იმ ფაქტით რაც ხდება, ჩემი ჯანმრთელობა უკვე შეწირულია ამ ყველაფრის გამო და ფაქტიურად ვარ უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში! ამიტომ უკლებლივ ყველას, ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! ეს არაა გამოსავალი, მაგრამ იცოდეთ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო!

მადლობა ყველა ადამიანს, ჩემს სტუდენტებს, რომ იბრძვით სამშობლოს თავისუფლებისთვის, ხართ თავგანწირულები და გიყვართ ერთმანეთი! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბოროტების მხარეზე მდგომი, გზააბნეული ოჯახის წევრებიც დავიხსნათ სამშობლოსთან ერთად, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარს, მაგრამ სისტემამ წაგვართვა " - წერს მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და ელენე ცაცუა.



მანუჩარ ცაცუა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. სწორედ მას და კიდევ რამდენიმე მოსამართლეს - ზვიად ცეკვავას, ლელა მილდენბერგერს, კობა ჩაგუნავას და ლელა ცაგარეიშვილს ეწერებათ ყველაზე ხშირად აქციაზე უკანონოდ დაკავებულთა საქმეები.






0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0