საქართველო ევროკავშირი: "ეს კანონი ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია" 17 აპრილი, 17:08 რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ევროკავშირი, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირზე უარს ათქმევინებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველო: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღებასთან დაკავშირებით"დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა. მოვლენათ ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს." 17 1-ს არ მოსწონს |
https://www.eppgroup.eu/newsroom/eu-funded-ngos-must-become-more-transparent?fbclid=IwAR0n6FEP8xcow5eqC25tFKxbhhBgTjAkHMWyazQKMmI5k-zQeqNNuMVJJkg_aem_AThSWykLVwY8FLQh77cLSFlldaC3vmEy-IyYbNZBUyWMXrSVS1EzC7INIGAuH9TcJig4FxCpotTr4avtcrcIUZ7y
ხიმშიაშვილო თუ დაწერილიდეან აზრის გამოტანა იცი, მაშინ შენც წიკითხე გამოგადგება.
პირველ რიგში ბოზზაანდარა ეკა გიგაურმა სუკიასიანის მინეეტტშიცამ გვანახოს რაში უხდიან ფულს.